1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV. ამ სახელოვანი მეფის დროს ქართველი ხალხი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა; დავითმა შეძლო ქვეყნის გაერთიანება და განმტკიცება, რისთვისაც ხალხმა აღმაშენებელი უწოდა.
დავით აღმაშენებლის მეფობის ხანა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების ხანაა. საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო გახდა. დავითი აგრძელებს ბიზანტიურტიტულიანი ქართული მონეტების ორი ტიპის მოჭრას.
პირველ ტიპზე მოთავსებულია წარწერა: “ქრისტე, ადიდე დავით აფხაზთა მეფე და სევასტოსი”, მეორის ცენტრში კი გამოსახულია ჯვარი და წრიული წარწერა: “ქრისტე, ადიდე დავით მეფე და სევასტოსი”. მოგვიანებით, მეფემ უარი თქვა ბიზანტიურ ტიტულზე და როდესაც 1118 წელს აიღო ლორე და გააუქმა ტაშირის სამეფო, სპილენძის მონეტა მოჭრა, რომლის ავერსზე გამოსახულია მეფე საიმპერატორო ინსიგნიებით, ხოლო რევერსზე – მედიდური წარწერა: “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა”. ეს მონეტა უნიკალურია და დღეს დიდი ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული. მონეტის წარწერის შინაარსი სრულად ასახავს ქვეყნის რეალურ პოლიტიკურ მდგომარეობას – იმ დროისთვის საქართველო წინა აზიის ერთ-ერთი უძლიერესი სუვერენული სახელმწიფოა.
Category: ისტორია | Views: 1072 | Added by: Administrator | Date: 2016-07-11 | Comments (0)

ქართულ ლიტერატურაში საყოველთაოდაა ცნობილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სიახლოვე ფოლკლორთან, მაგრამ სპეციალურ ლიტარატურაში ისიცაა აღნიშნული, რომ ეს სიახლოვე და გარეგნული მსგავსება იმდენად დიდია, ხშირად შეუძლებელი ხდება იმის გარჩევა, თუ სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე. როგორც ჩანს, ეს სიახლოვე გახდა მიზეზი შეცდომებისა, რაც საკმაოდ ბევრი იყო ამ საკითხებზე მომუშავე მკვლევართა შრომებში. სამწუხაროდ, მსგავსი შეცდომები დღესაც ხშირად მეორდება.

რა თქმა უნდა, ისეთი რთული საკითხის კვლევის დროს, როგორიცაა ვაჟას შემოქმედებისა და ხალხური წყაროების ურთიერთმიმართების საკითხი, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ საკითხის ზერელე განხილვა, მხოლოდ გარეგნულ ნიშნებზე დაყრდნობა, გულუბრყვილობა, ტენდენციური და არამეცნიერული მსჯელობა არავის ეპატიება.

შეცდომები, რომლებზედაც ქვემოთ შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას რომელიმე რიგითი მწერლის შემოქმედებას რომ ეხებოდეს და არა ვაჟას, იქნებ ასეთი ყურადღების ღირსიც არ ყოფილიყო, მაგრამ რადგან საქმე ვაჟას შემოქმედებას შეეხება, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს და შემდეგშიც მოახდენს თაობებზე, დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს, რადგან ეს შეცდომები მომავალ თაობებსაც მცდარ ინფორმაციას მიაწვდიან. თანაც ამ შეცდომების გასწორება დღეს უფრო ადვილია, ხვალ კი იქნებ შეუძლებელიც შეიქნეს.

Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 18041 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-29 | Comments (0)

​ნაწარმოების დასაწყისში ჯოყოლას და ზვიადაურს შორის თითქოს კონფლიქტი უნდა წარმოიშვას, მაგრამ ასე არ ხდება და ეს ერთადერთი არშემდგარი, ჩანასახშივე ჩამქრალი კონფლიქტია ამ სასტიკი კონფლიქტებით სავსე პოემაში. ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“-ს ანალიზი
კონფლიქტის თავიდან აცილება ჯოყოლას დამსახურებაა. მოულოდნელია გულისხმიერება და სულის სიუხვე, – ჯოყოლასთვის ყოველი ადამიანი, მისი ეროვნების და სარწმუნოების მიუხედავად, უპირველეს ყოვლისა სწორედ ადამინია. მისთვის ზვიადაური არ არის მტერი უბრალოდ იმის გამო, რომ ის ხევსურია. იგი ხევსურთა მთელ მოდგმაში მტრებს აპრიორულად არ ხედავს და ეს უჩვეულოა იმ სამყაროში, რომელშიც ამა თუ იმ საზოგადოების სიმტკიცე უწინარესად ,,მტრის ხატზეა” დამყარებული. ამით განიარაღებული ზვიადაური დაყვება ჯოყოლას ნებას და დიდ რისკს სწევს, სტუმრად მიდის თავისი მტრების ბანაკში.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 3491 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-28 | Comments (0)

  ალ. ყაზბეგის ,,ხევისბერ გოჩაში“ გამოკვეთილია რამდენიმე პერსონაჟი, რომელთა ქმედებები შეგვიძლია ჩვენი მსჯელობის საბაბი გავიხადოთ. ზოგადად მოცემულ მოთხრობაში გამოკვეთილია ის, თუ როგორ სცემენ პატივს ტრადიციებს ყველანი, თავისი ასაკის მიუხედავათ. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ ახალგაზრდებზე რადგან ისინი ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე, ემორჩილებიან უხუცესების მიღებულ კანონებს. მათ შეიძლება ბერვრის თქმაც სწადდეთ გულში, მაგრამ გარკვეული მიზეზებისდა გამო არ ამბობენ, რადგან დარწმუნებულნი არიან თავიანთი რჩეული პირების სისწორეში , და ასეთ შემთხვევებში შეცდომას საკუთარ თავში ძიობენ.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 2508 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-27 | Comments (0)

ხევისბერი გოჩა — ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული მოთხრობა. პირველად დაიბეჭდა "დროებაში" 1884 წელს, მეორედ – ავტორის თხზულებათა კრებულის მეოთხე ტომში 1892 წელს. არსებობს "ხევისბერი გოჩას" ხალხური ვარიანტები. ალექსანდრე ყაზბეგის ცნობით, ფოლკლორული წყარო მას ღინჯა ხულელისგან ჰქონია მოსმენილი.
Attachments: სურათი 1
Category: ელ-წიგნები | Views: 1544 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-09 | Comments (0)

ეკლესიური ადამიანი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე, როგორც წესი, ლოცვა-კურთხევას იღებს მოძღვრისგან. ასევე ხდება, როცა საქმე სერიოზულ სამედიცინო ჩარევას ეხება. თუმცა ზოგჯერ მოძღვარი ასეთ საქმეზე არ გვაკურთხებს. დღევანდელ საუბარში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძეაგვიხსნის, მედიცინის რომელი ასპექტებია შეუწყნარებელი ეკლესიისგან და რატომ.
Attachments: სურათი 1
Category: რელიგია | Views: 998 | Added by: Administrator | Date: 2016-06-09 | Comments (0)

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა — კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი.
რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 28318 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-01 | Comments (2)

ლი ცინიუნემი რეკორდსმენია. მან 256 წელი იცოცხლა! ეს ნამდვილი ისტორიაა, მეცნიერების და ჟურნალისტების მიერაა შესწავლილი.
Category: საზოგადოება | Views: 992 | Added by: Administrator | Date: 2016-06-01 | Comments (0)

ბავშვთა საერთაშორისო დღე ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია.  იგი დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის  მსოფლიო კონფერენციაზე. ერთ-ერთი ვერსიით 1 ივნისს ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უ ცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე დაემთხვა ”ბავშვთა” კონფერენციას ჟენევაში.
Attachments: სურათი 1
Category: საზოგადოება | Views: 892 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-01 | Comments (0)

ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა.
Attachments: სურათი 1
Category: რელიგია | Views: 1727 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-01 | Comments (0)

ცნება – „თერგდალეული" – ორი მნიშვნელობით იხმარებოდა. ერთი, როგორც მეტსახელი (თიკუნი) იმ ახალგაზრდებისა, რომელნიც მე-19 საუკუნის 50-იან წლების მეორე ნახევარში რუსეთში წავიდნენ განათლების მისაღებად.რაკი მათ დარიალის ხეობაში საქართველოს საზღვარი და მდინარე თერგი გადალახეს, ხუმრობით, „თერგდალეული" შეარქვეს. მეორე, რაც უფრო არსებითი და მნიშვნელოვანია, „თერგდალეული" სახელია გარკვეული საზოგადოებრივი მოძრაობის წევრისა. ეს საზოგადოებრივი მოძრაობა არსებობდა მე-19 საუკუნის 60-იან წლებში.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 1273 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-01 | Comments (0)

,,თავსაფრიანი დედაკაცი” იმპრესიონისტული სტილით დაწერილი ნოველაა – შთაბეჭდილებათა ხატვა, მინიშნებები, მოკლე ფრაზები, ფრაგმენტული თხრობა. იმპრესიონიზმისთვისაც მთავარია სწორედ შთაბეჭდილებანი, უეცარი, მოულოდნელი განწყობილებანი, მომენტალურად დაფიქსირებული ფრაგმენტები სინამდვილისა. ამიტომაა ამ მოთხრობის საფუძველი ,,შემთხვევით შეხვედრილის ამბავი”, რომელიც მწერალმა გაიაზრა და თავსაფრიანი დედაკაცის მთელი ცხოვრება რამდენიმე გვერდზე დატია. ე. ი. დეტალებზე მინიშნებათა მეშვეობით გაშალა სიუჟეტი, გამოიყენა ლაკონური ხატვის ხერხი.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 2822 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-01 | Comments (0)

ართლის წარმართი მეფეები
1.  ფარნავაზი _ ძვ. წ. IV _ III სს.
2.  საურმაგი _ ძვ.წ. IIIს
3.  ფარსმანი _ ძვ.წ. II ს-ის 50-იანი წლები
4.  არტაგი _ ძვ. წ. I ს-ის 60-იანი წლები
5.  ფარნავაზ II _ ძვ. წ. I ს-ის 30-იანი წლები
6.  მითრიდატე I _ ძვ. წ. I ს-ის 30-იანი წლები
7.  ფარსმან I _ ახ. წ. I ს-ის 40-50 –იან წლები
8.  მითრიდატე II _ I ს-ის 70-იან წლები
9.  ფარსმან II (ქველი) _ II ს-ის 30-50-იან წლები
10. ხსეფარნუგი _ II ს-ის 60-იან წლები
11. რევი I (მართალი) _ III ს-ის II ნახევარი
12. ასფარუგი _ III ს-ის დასასრული ან IV საუკუნის დასაწყისში
Attachments: სურათი 1
Category: ისტორია | Views: 1863 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-01 | Comments (0)

I. ნატურალური და მთელი რიცხვები. არითმეტიკული მოქმედებები. ნატურალური რიცხვები, ჩვეულებრივ, საგანთა დასათვლელად გამოიყენება. უმცირესი ნაყურალური რიცხვია 1 ზრდადობის მიხედვით, ნატურალური რიცხვების ჩაწერა შეგვიძლია რიცხვთა 1, 2, 3, 4,... მიმდევრობის სახით. ეს მიმდევრობა უსასრულოა, რადგან უდიდესი ნატურალური რიცხვი არ არსებობს.

     ნატურალური რიცხვები, მათი მოპირდაპირე რიცხვები (ე.ი. -1, -2, -3,...) და ნული ერთობლიობაში წარმოადგენენ მთელ რიცხვებს. მთელი რიცხვების ჩაწერაც შეგვიძლია მიმდევრობის სახით: 
... -3, -2, -1, 0, 1, 2, 3, ... 
ეს მიმდევრობა უსასრულოთ გრძელდება ორივე მხარეს, რადგან არ არსებობს უდიდესი და უმცირესი მთელი 
Attachments: სურათი 1
Category: მათემატიკა | Views: 7381 | Added by: Administrator | Date: 2016-05-31 | Comments (0)

სტეფანი მეიერის ”ბინდი” ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ბესტსელერია, რომელმაც გამოცემისთანავე დაიპყრო თანამედროვე ახალგაზრდების გულები. ოთხი სრული და ერთი დაუმთავრებელი ნაწილისგან შემდგარი საგა XX საუკუნიდან გადმოსული მომხიბლავი ვამპირისა და XXI საუკუნის თინეიჯერი გოგონას ამაღელვებელ სიყვარულზე მოგვითხრობს.
Category: ელ-წიგნები | Views: 1771 | Added by: Administrator | Date: 2016-05-31 | Comments (0)

ჩვენს პატარა სამშობლოს “საქართველოს” უამრავი გენიალური პოეტი და მწერალი ჰყავს.მათ შორისაა აკაკი წერეთელი.მისი შესწავლ ნაწარმოებებს შორის არის ლექსი “სულიკო”.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 11086 | Added by: Administrator | Date: 2016-05-30 | Comments (0)

აკაკი წერეთელი ლექსების სტრუქტურის მოდელირებისას იყენებდა კულტურის კოდებს (რელიგიურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულსა თუ მითოლოგიურს), რომელთა დეკოდირებაც საშუალებას გვაძლევს სიღრმისეულად გავიაზროთ ამა თუ იმ ლექსის სათქმელი. ამჯერად, ამ პრინციპით წარმოჩენილია აკაკი ლექსი “აღმართ-აღმართი”.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 1642 | Added by: Administrator | Date: 2016-05-30 | Comments (0)

კაცია-ადამიანი?! — ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძეზე და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა. ერთი გამოგონილი პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია ადამიანის ბიოლოგიური არსებობა. მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებულია იმდროინდელი ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი ჩვეულება.
Attachments: სურათი 1
Category: ელ-წიგნები | Views: 1172 | Added by: Administrator | Date: 2016-05-30 | Comments (0)

მაკინტოში (Macintosh), ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ შექმნილი, დამუშავებული და წარმოებული პერსონალური კომპიუტერებია, რომელიც მაკინტოშის ოპერაციულ სისტემაზე (მაკ ოს) მუშაობს. მაკინტოშის ჯიშის ვაშლის სეხნია თავდაპირველად 1984 წლის 24 იანვარს გამოვიდა; ეს იყო პირველი პოპულარული პერსონალური კომპიუტერი, რომელიც ამჟამად სტანდარტად ქცეულ გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისს (გსი) იყენებდა, დესკტოპზე ფანჯრებითა და თაგუნას კონტროლით მაშინ სტანდარტული საკომანდო ხაზის ინტერფეისის ნაცვლად. ეპლი იმავე დროს განაგრძობდა ეპლ II ოჯახის კომპიუტერთა გაყიდვას მაკების პარალელურად 1993 წლამდე. მას შემდეგ ყველა ეპლ კომპიუტერი მაკინტოშის ოჯახისა გახდა.

თანამედროვე მაკები საკმაოდ მრავალფეროვანია დაწყებული ბიუჯეტური მაკ-მინიდან (Mac mini) საშუალო რანგის სერვერით, ექს-სერვი (Xserve), დამთავრებული. მაკინტოშის სისტემები ძირითადად განკუთვნილია საშინაო, საგანმანათლებლო და სახვითი ხელოვნების პროფესიული ბაზრებისთვის; ბოლო დროს ექს-სერვი G5 სერვერის გამოსვლის შემდეგ ეპლმა სამეწარმეო ბაზარშიც შეაღწია.

თავდაპირველი მაკინტოშის ოპერაციული სისტემა პირველი მაკის გამოშვებიდან მოყოლებული გამოიყენება, თუმცა მან დროთა განმავლობაში დიდი ცვლილებები განიცადა. 1999 წელს ეპლის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ კლასიკურ მაკ ოს-ს აკლდა თანამედროვე კომპონენტები და გამოუშვა იუნიქსის (Unix) ბაზაზე დამუშავებული მაკ ოს X (Mac OS X), რომელიც გაცილებით სტაბილური სისტემა გახდა, თუმცა ამასთან კვლავ შესაძლებელი იყო კლასიკის აპლიკაციების გამოყენება ჩაშენებული კლასიკთან თავსებადი ინტერფეისის შრით. მაკ ოს X-ის თანამედროვე ვერსიაა v10.7 (ლომი), რომელიც ყველა ახალ მაკინტოშს მოჰყვება როგორც სტანდარტული ოპერაციული სისტემა (ექს-სერვი მაკ ოს X სერვერის ვარიანტზეა). მაკინტოშის სრულყოფისათვის ეპლმა დამატებით გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფა - ციფრული მედია-აპლიკაციების მთელი სერია - iLife (აი-ლაიფ) პაკეტი, iWork (აი-ვორკ) პაკეტი და პროფესიული შემოქმედებითი ბაზრისთვის განკუთვნილი Final Cut Pro, Shake და Aperture პროგრამები.
Category: ტექნიკა | Views: 1019 | Added by: Administrator | Date: 2016-05-29 | Comments (0)

იუმორი: კომიკურის ერთ-ერთი სახეა და გონებამახვილურ დაცინვას ნიშნავს, ხშირად იყენებენ მხ.ნაწარმოებებში. იუმორის დიდოსტატებად ითვლებიან: დავით კლდიაშვილი, ნოდარ დუმბაძე, გურამ დონაჩაშვილი და სხვები.
დავით კლდიაშვილის იუმორს თან ახლავს თანაგრძნობა, სიბრალული დაცინვის ობიექტის მიმართ, ასეთ ირონიას "ცრემლნარევ ირონიას" უწოდებენ.

ირონია: ირონია (მოჩვენებითობა, თვალთმაქცობა) – თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, დამცინავი გადაკვრით ნათქვამი (თავშეკავებული, მშვიდი, სერიოზული ტონი, გარეგნულად გამოხატული პატივისცემა)
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 1264 | Added by: Administrator | Date: 2016-05-29 | Comments (0)
« 1 2 ... 8 9 10 11 »