საზოგადოებაში ყოველთვის არის ადამიანი,რომელსაც ბრბოსთან ბრძოლა უწევს.სოციუმის ნაწილი ფიქრობს,რომ ამ ბრძოლაში ადამიანი განწირულია.იმის მაგივრად,რომ სხვა აზრს ხალხმა პატივი სცეს,შეურაცხყოფას აყენებს.ამის შემდეგ ბრბოსა და ადამიანს შორის ჩნდება ბარიერი.ამის მაგალითია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“.ალუდა,რომელიც სხვებისაგან განსხვავებით მტრის ვაჟკაცობას და რელიგიას პატივს სცემს,ბრბომ გაწირა.თუნდაც გავიხსენოთ გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ პერსონაჟი ბალახისფერი კაცი,რომელიც მხოლოდ იმიტომ გააძევეს ქალაქიდან,რომ კარაველებს არ მოსწონდათ პატიოსანი კაცი. საბოლოოდ კი ბრბოსთან ბრძოლას შეეწირა. სწორედ ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე,რომ ადამიანი ბრბოსთან უძლურია,ის განწირულია.საზოგადოება ვერასდროს ეგუება მისგან განსხვავებულ ადამიანს.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 1673 | Added by: TeMo | Date: 2016-05-28 | Comments (0)

პოეზია ნიჭია, რომელიც ეძლევათ მხოლოდ ღვთის რჩეულებს – პოეტებს. პოეტობა მადლია, მაგრამ დიდი ტვირთიც არის, რადგან პოეტი იმისთვის არის მოვლენილი, რომ მისი ხალხის ტკივილი და სიხარული გაიზიაროს.

ი.ჭავჭავაძეს დიდად აწუხებს მისი დაჩაგრული ქვეყნის ბედი და თავს ვალდებულად გძნობს მის წინაშე. მისი აზრით პოეზია არ არის მხოლოდ საღამოს ბულბულის გალობა, არამედ ერის პატივისცემა და სიყვარულია. ჭეშმარიტი პოეტის დანიშნულებად თვლის ილია ღმერთის მცნების მიწვდენას თვალებახვეულ და დამუნჯებულ ხალხამდე. ამგვარი შედარებით პოეტს ეკისრება ანგელოზობა, რომელიც შუამავლობს ზეცასა და მიწას შორის. “პოეტში” ილია პოეტის შემოქმედებას ფრინველის საამურ ჭიკჭიკს ადარებს და ამბობს:
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 2929 | Added by: TeMo | Date: 2016-05-28 | Comments (1)

კაცია-ადამიანი?! — ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად ლუარსაბ თათქარიძეზე და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა. ერთი გამოგონილი პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია ადამიანის ბიოლოგიური არსებობა. მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებულია იმდროინდელი ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი ჩვეულება.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 35905 | Added by: TeMo | Date: 2016-05-28 | Comments (0)

,,თავსაფრიანი დედაკაცი” იმპრესიონისტული სტილით დაწერილი ნოველაა – შთაბეჭდილებათა ხატვა, მინიშნებები, მოკლე ფრაზები, ფრაგმენტული თხრობა. იმპრესიონიზმისთვისაც მთავარია სწორედ შთაბეჭდილებანი, უეცარი, მოულოდნელი განწყობილებანი, მომენტალურად დაფიქსირებული ფრაგმენტები სინამდვილისა. ამიტომაა ამ მოთხრობის საფუძველი ,,შემთხვევით შეხვედრილის ამბავი”, რომელიც მწერალმა გაიაზრა და თავსაფრიანი დედაკაცის მთელი ცხოვრება რამდენიმე გვერდზე დატია. ე. ი. დეტალებზე მინიშნებათა მეშვეობით გაშალა სიუჟეტი, გამოიყენა ლაკონური ხატვის ხერხი.
მწერალი ეპიგრაფის ბოლოს ხაზგასმით აღნიშნავს: ,,მე ვწერ ტავსაფრიან დედაკაცზე”.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 1144 | Added by: TeMo | Date: 2016-05-28 | Comments (0)

ვეფხისტყაოსნის პროლოგი და ეპილოგი შინაარსობრივად გარკვეულ ტრადიციულ პრინციპზეა აგებული. პროლოგის დასაწყისში ავტორი ქებითა და ლოცვით მიმართავს სამყაროს შემოქმედს (1. და 2. სტროფები). ღვთისადმი მიმართვის შემდეგ რუსთაველი ქებას უძღვნის ამქვეყნიურ მეფეებს (3-5 სტროფები), სადაც იგი აღნიშნავს, რომ არ იცის, როგორ შეჰკადროს ხოტბის შესხმა თამარ მეფის „ლომს“. სიტყვა „ლომი“ პოემის მესამე სტროფში ნახმარია მეტაფორული მნიშვნელობით და აღნიშნავს თამარ მეფის მეუღლეს. ეპილოგში იგი უკვე საკუთარი სახელით — დავითითაამოხსენიებული. მეოთხე სტროფი საგანგებოდ საკუთრივ თამარ მეფეს ეძღვნება:
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 31634 | Added by: Administrator | Date: 2016-05-26 | Comments (1)

გალაქტიონ ტაბიძის პოეზიაში სიმბოლისტური ლიტერატურული პრინციპების გავლენით შექმნილი ერთ-ერთი ლექსია „თოვლი“, რომელიც დათარიღებულია 1916 წლით. იგი რომანტიკული სიყვარულით შთაგონებული პოეტური ნაშრომია. ესაა სიყვარულის ძლიერი გრძნობით განათებული ლირიკული გმირის აღსარება სატრფოს წარმოსახვითი აჩრდილის წინაშე, დიდი სიტყვიერი ხელოვნებითა და ღრმა ფსიქოლოგიზმით წარმოჩენა იმ წმინდა გრძნობისა, რომელიც ლირიკული გმირისთვის ცხოვრების საზრისად და ამქვეყნიური არსებობის ყველაზე დიდ მიზანსწრაფად ქცეულა.
Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 2781 | Added by: TeMo | Date: 2016-05-26 | Comments (0)

XII საუკუნე საქართველოს ისტორიაში ძლიერების და კეთილდღეობის ხანაა, მას საფუძველი დავით აღმაშენებლმა ჩაუყარა და მისმა მემკვიდრეებმა ეს საფუძველი კიდევ უფრო განამტკიცეს, გიორგი III მამაზე მეტად მტკიცე და თავისი პოლიტიკის თანმიმდევრულად გამტარებელი გამოდგა, თავის მონეტებზე გიორგი III მესიის მახვილად იწოდებოდა, რაც მიგვანიშნებს, რომ სახელოვანი პაპის დაწყებული საქმე უნდა გააგრძელოს _ ამიერკავკასიიდან მტრის განდევნა დაუსახავს მიზნად.
Category: ისტორია | Views: 1052 | Added by: TeMo | Date: 2016-05-26 | Comments (0)

ანა კალანდაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრისს სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.

Attachments: სურათი 1
Category: საზოგადოება | Views: 1324 | Added by: TeMo | Date: 2016-05-25 | Comments (0)

სპარსელთა მეფის მერვე წელს სამეფო კარისკენ გაემართა ვარსქენ პიტიახში, არშუშას ძე; თავდაპირველად ისიც ქრისტიანი იყო და ქრისტიანი მამისა და დედის ნაშობი, და მის ცოლად იყო სომეხთა სპასპეტის, ვარდანის ასული, რომლის შესახებაც მოგწერეთ თქვენ. მამისგან სახელი ჰქონდა ვარდანი, სიყვარულით კი მისი სახელი იყო შუშანიკი, მოშიში ღვთისა, როგორც ვთქვით, თავისი სიყრმიდან; ხოლო თავისი ქმრის უკეთური ბუნების გამო იგი მუდამჟამს ფიქრებში იყო· და ყველას ევედრებოდა მისთვის ლოცვის აღვლენას, რომ ღმერთს შეეცვალა იგი უგუნურების ბუნებისგან და მიახლებოდა ქრისტეს გონიერებას... იხილეთ ვრცლად სრულიადში!

Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 1269 | Added by: TeMo | Date: 2016-05-25 | Comments (0)

„ორმოცდაათი ელფერით მუქი“ ბრიტანელი მწერალი ქალის ე. ლ. ჯეიმზის (ნამდვილი სახელი და გვარია ერიკა მიჩელი) ეროტიკული ტრილოგიის მეორე წიგნია. ტრილოგია მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიარდერ კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ანასტასია სტილის ყოვლის წამლეკავ ვნებასა და რთულ ურთიერთობებზე, რომელიც დიდ სიყვარულად უნდა იქცეს... ქართველი მკითხველი უკვე იცნობს პირველ წიგნს „გრეის ორმოცდაათი ელფერი“. გამოსაცემად მზადდება მესამე წიგნიც – „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“. რომანი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მსოფლიოს 37 ქვეყანაში 30 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მან გაყიდვის სისწრაფით „ჰარი პოტერისა“ და „ბინდის“ სერიებსაც კი გაუსწრო და რეკორდსმენი გახდა.

Attachments: სურათი 1
Category: ელ-წიგნები | Views: 1184 | Added by: TeMo | Date: 2016-05-25 | Comments (0)
« 1 2 ... 9 10 11