დღესდღეისობით ბევრი ადამიანი თამაშობს პოკერს, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც იცის რეალურად თამაში, თამაშში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოკერის წესების ცოდნას, ეს ყველას შეუძლია და ყველაზე მარტივი რამაა, ძალიან დაბალია ხარისხის დონე, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში წაგებული რჩება, ეს სტატია მიზნად ისახავს იმ დეტალების გადმოცემას რაც ხელს შეუწყობს თქვენი შანსების გაზრდას პოკერის თამაშისას.

ზოგისთვის ალბათ წესებიც უცნობი იქნება ამიტომ მინდა წესებიც დავწერო ამ პოსტში
თითოეული ხელის დასაწყისში მოთამაშეებს ურიგდებათ 2 კარტი, ეს ‘ჯიბის’ კარტებია და 5 საერთო მაგიდის კარტი. 
მოთამაშეებს ამ 5 კარტიდან შეუძლიათ ნებისმიერის გამოყენება კომბინაციის შესაქმნელად. 
საუკეთესო 5 კარტიანი კომბინაცია იგებს ბანკს.


ახლა განვიხილოთ თამაშის ტიპები
ლიმიტირებულ პოკერში მაქსიმალური რეიზი თამაშის დაწყებამდეა შეთანხმებული. მაგალითად: 1/2  ლიმიტ თამაშში ბეტიც და რეიზიც 1-ია. ბოლო ორ რაუნდში ბეტი და რეიზი 2-ია. პოტ ლიმიტ თამაშში ბეტის და რეიზის მაქსიმალური თანხა უნდა უდრიდეს იმ მთლიან თანხას, რაც ბანკშია იმჟამად. მაგალითად: თუ მთლიანი რაოდენობა ბანკში 10-ია,  პირველი მოთამაშე ჩამოვა ფსონს 10-ს, მაგრამ მეორე მოთამაშეს შეუძლია გაზარდოს  ფსონი 30-მდე (10 თავისი ქოლის ნაწილიდან და პლიუს  20 რეიზით, ანუ მთლიანი ბანკის რაოდენობა), როდესაც მისი თამაშის რიგი მოვა. პოტ ლიმიტ პოკერ თამაშებში რეიზების რაოდენობა არ არის შეზღუდული. ულიმიტო თამაშებში ბეტების რაოდენობაც არ არის შეზღუდული. ყველა მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერი ბეტის ჩამოსვლა რაუნდში, რომელიც შეესაბამება მინიმალურ (დიდი ბლაინდის თანაბარ) ბეტს.
თამაშის სტადიები

თითოეული თამაში იყოფა 4 რაუნდად,  ბლაინდებიდან შექმნილი საწყისი ბანკით. პირველი მოთამაშე, რომელიც ჯდება მაგიდასთან ხდება დილერი და ენიჭება  მრგვალი დისკი (დილერის დოლი). თამაში მიმდინარეობს საათის ისრის მიმართულებით, იმ მოთამაშიდან, რომელიც დილერის გვერდით ზის.

თუ მოთამაშეები მაგიდასთან სხდებიან ერთდროულად, როგორც ტურნირებში, ამ დროს თითოეული მოთამაშე იღებს ერთ კარტს და მოთამაშე რომელიც ყველაზე მაღალ კარტს მიიღებს ის ხდება კარტის დამრიგებელი ანუ დილერი. დილერის დოლი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით მოთამაშიდან მოთამაშეზე თითოეულ ხელში. 
ბლაინდები თამაშის დაწყებამდე. 
დილერის გვერდით მარცხნივ მყოფი ორი მოთამაშე განათავსებს ბლაინდის ფსონებს ე.წ. ბეტებს (მათ ჰქვიათ ’ბლაინდის (ბრმა) ბეთები’, რადგან ისინი იდება მანამ სანამ მოთამაშეები ნახავენ კარტებს). ამას ჰქვია ’ბლაინდების განთავსება’ და იძლევა გარანტიას, რომ თამაშის დაწყებისათვის ბანკში არის თანხის რაღაც რაოდენობა.
დილერის მარცხნივ მყოფი მოთამაშე განათავსებს ’პატარა ბლაინდს’ და მის შემდგომ  მყოფი მოთამაშე განათავსებს ’დიდ ბლაინდს’, რომელიც ორჯერ აღემატება პატარა ბლაინდის რაოდენობას.

თუ მოთამაშეს არ აქვს საკმარისი ჩიპები ბლაინდის ბეტის დასადებად, ის შედის ყველა ჩიპს,
თუ თამაშში ორი მოთამაშეა, პატარა და დიდი ბლაინდის განთავსება მაინც უნდა მოხდეს. 
ამ შემთხვევაში დილერი განათავსებს დიდ ბლაინდს და პირველი რაუნდი იწყება. 
ფრე-ფლოპი. 
თითოეულ მოთამაშეს ურიგდება ორი კარტი დახურულად და ყველა მოთამაშე დაინახავს მხოლოდ თავის კარტებს. მოთამაშე, რომელიც მეორე მოთამაშის მარცხნივაა დაიწყებს სათამაშო რაუნდს. ამ მოთამაშეს შეუძლია:

ქოლი - გაასწოროს დიდი ბლაინდის რაოდენობის თანხა
რეიზი - გაზარდოს ფსონის (ბეტის) რაოდენობა
ფოლდი - დაყაროს კარტები და გავიდეს თამაშიდან

იგივეს გაკეთება შეუძლიათ სხვა მოთამაშეებს, როცა მათი რიგი მოვა ფსონის ჩამოსასვლელად, როდესაც ფსონის ჩამოსვლის რიგი მოუწევს მოთამაშეს, რომელმაც დიდი ბლაინდი განათავსა მას შეუძლია გაატაროს, ე.წ. ჩექი თუ სხვა მოთამაშე მანამდე არ გაზრდის ფსონს. თუ სხვა ოპონენტი გაზრდის ფსონს( რეიზი), მოთამაშეს, რომელმაც დიდი ბლაინდი განათავსა, შეუძლია აირჩიოს ქოლი, რეიზი ან ფოლდი.
როცა ყველა ფსონი (ბეტი) თანაბარია, საწყისი ბანკი იქმნება და თამაში შემდეგ რაუნდში გადადის. ფლოპი. ფლოპის დროს მაგიდაზე რიგდება სამი საერთო კარტი, რომლის გამოყენებაც ყველა მოთამაშეს შეუძლია. მოთამაშე, რომელმაც პატარა ბლაინდი განათავსა იწყებს რაუნდს და როცა ყველა ბეტი თანაბარია, თამაში გადადის შემდეგ რაუნდში. მე-4 საერთო კარტი( ტურნი)-ს გადმობრუნების შემდეგ მაგიდაზე იწყება მესამე ვაჭრობის რაუნდი. მეხუთე კარტის დარიგებისას ბოლო რაუნდი იწყება და როცა ყველა ბეტი თანაბარია, დროა მოთამაშეებმა აჩვენონ თავიანთი კარტები. ჩვეულებრივ ბოლო მოთამაშე, რომელიც ფსონს ჩამოვიდა ბოლო რაუნდში, პირველი ხსნის კარტს. თუ ბოლო რაუნდში ყველა დარჩენილი მოთამაშე გააკეთებს ჩექს ( ე.ი არცერთი მოთამაშე ჩამოვა ფსონს); დილერის მარცხნივ მყოფი პირველი მოთამაშე, რომელიც არ გასულა თამაშიდან, გახსნის თავის კარტებს.

საათის ისრის მიმართულებით ყველა მოთამაშე გახსნის კარტებს რიგის მიხედვით, თუ მოთამაშის ხელი უფრო სუსტია ვიდრე მიმდინარე მოგების ხელი, მოთამაშეს აქვს უფლება აჩვენოს ან დაყაროს კარტები. საუკეთესო 5 კარტიანი ხელი მოიგებს ბანკს.

თუ მოთამაშეებს აქვთ თანაბარი სიძლიერის ხელი,  ბანკი გაიყოფა, თითოეული მოთამაშე უკან წაიღებს შესულ თანხას და გაიყოფს ბანკს. გთხოვთ იხილეთ”ოლინი”.

ახლა კი რამდენიმე რჩევა მინდა შემოგთავაზოთ, რომლებიც იმედია გამოგადგებათ და დაგეხმარებათ ფულის მოსაგებაში.

1. საკუთარი კარტის სწორად შეფასება
კარტის დარიგების შემდეგ თქვენ სწორად უნდა შეააფსოთ თქვენი კარტის ღირებულება, განსაზღვროთ ის, თუ რამდენად ღირებული კარტი გიჭირავთ და რამდენად ღირს ამ კარტით თამაში.ტეხასური ჰოლდემის წესები ალბათ ყველამ იცით, ხელში გიჭირავთ 2 კარტი, ხოლო მაგიდაზე იშლება 5 კარტი, თქვენ შესაძლებლობა გაქვს ააწყოთ კომბინაციები მოცემული 7 კარტის საშუალებით.

2. ითამაშეთ მხოლოდ კარგი კარტით
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაელოდებით კარტს და მხოლოდ მაშინ ითამაშებთ, როცა მოგების ალბათობა 80%-ზე მეტი იქნება არ წააგებთ, რადგან მაგიდაზე, თუ ზის მაგალითად, 3 კაცი, მოგების შანსების ყველასთან თანაბრადაა და თითოეულის მოგების ალბათობა1/3 ტოლია, შესაბამისად, თუ კარტს დაელოდებით 3 დარიგებაში ერთხელ თქვენ გაგიმართლებთ.

3. არ ითამაშოთ გაღიზიანებულ მდგომარეობაში
ასეთ შემთხვევაში ადამიანს უჭირს აზროვნებადა სწორი გადაწყვეტილების მიღება, ხშირ შემთხვევაში დაუფიქრებლად მიყვება ნებისმიერ ფსონზე, ფიქრობს რომ გაუმართლებს და გაუხსნელ კარტში მთლიანადაც კი შეუძლია შესვლა, ეს არაა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ განმეორებადი ქცევა, გაღიზიანებული ადამიანს უჭირს ნერვების მოთოკვა და თითქმის ყველა დარიგებაზე დიდ ფსონს შედის, შესაძლებელია რამდენჯერმე გაუმართლოს, მაგრამ საბოლოოდ მოგების ალბათობა ძალიან დაბალი იქნება, რადგან შეუძლებელია მაგიდაზე მსხდომ მოთამაშეებს შორის მხოლოდ ერთ ადამიანს ეძლეოდეს განუწყვეტლივ შანსი.  

4. არ ითამაშოთ ყველა დარიგება
არ ითამაშოთ მხოლოდ იმიტომ, რომ კარეს იმედი გაქვთ ან გგონიათ, რომ ფულჰაუსი აგეწყობათ, ისეთი კარტი როგორიცაა მაგალითან 2 და 7, შესაბამისად, აგური და გული, მოგების ალბათობა ძალიან დაბალია, რადგან ამ კარტით სტრიტის ან ფლეშის აწყობის ალბათობა ალბათ 1%-ის ტოლია, თუმცა სულაც რომ გაგვიმართლოს და ეს მოხდეს რა ვიცით, რომ მოწინააღმდეგეს უფრო მაღალი კარტით არ აქვს ფლეში აწყობილი. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება კარტს დაელოდეთ და არ ითამაშოთ ყველა კარტში.

5. არ ითამაშოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ფსონს უკვე შეხვედით
ხშირადაა შემთხვევა, როდესაც მოთამაშე ბლაინდის (იძულებითი) ფსონის შემდეგ თანხის გაორმაგებაზე ან გასამმაგებაზე მიყვება, რადგან უკვე შესულია ფსონს, მაგრამ ეს შეცდომაა. თქვენ უბრალოდ რისკავთ და ხშირ შემთხვევაში ასეთი ქცევა დიდი თანხის წაგებითაც სრულდება ხოლმე, რადგან ერთხელ თუ შეყევი რთულია შემდეგ თანხის დამატებაზე უარის თქმა. არ გვინდა პირვანდელი ფსონის დაკარგვა ხოლმე და ამის გამო ბოლომდე ვხსნით კარტს, შედეგი კი არის ის რომ ბლაინდის ფულის დაკარგვის სანაცვლოდ ვკარგავთ ბევრად უფრო მეტს.

6. ითამაშეთ თავდაჯერებულად
მაშინაც კი, თუ რამდენიმე შეცდომა დაუშვით არ დაკარგოთ თავდაჯერებულობა და თამაში კვლავ იგივე სტილით გააგრძელეთ, ხოლო თუ თვლით რომ ეს აღარ შეგიძლიათ, რთული იქნება, მაგრამ ამ პოსტის მესამე პუნქტი უნდა გაითვალისწინოთ და ცოტახნით მაინც შეეშვათ თამაშს. ეცადეთ იყოთ თავდაჯერებული, ითამაშეთ ყველა დარიგება მსგავსად, ამით თქვენს მოწინააღმდეგეს გონებას აურევთ და რთული იქნება იმის გამოცნობა, თუ როდის გყავთ მართლაც კარგი კარტი და როდის არა.

7. არ გაზარდოთ ფსონი მხოლოდ ბლეფის გამო
რა თქმა უნდა, ამ ტაქტიკით შესაძლებელია თამაშის მოგება, მაგრამ კარგი მოწინააღმდეგე მალევე შეატყობს იმას, რომ თქვენ მის მოტყუებას ცდილობთ და მხოლოდ ამიტომ ზრდით ფსონს, ხოლო როცა ის ფსონს გაგიორმაგებთ რთული იქნება უარის თქმა. ამიტომ ეცადეთ ძალიან იშვიათად გამოიყენოთ მოთამაშეების მოსატყუებლად ფსონის გაზრდა.

8. ითამაშეთ ფრთხილად
 

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/13_rcheva_tu_rogor_movigot_tekhasur_holdem_pokershi/2016-12-25-85
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები