სიაში პირველ ადგილს მშვილდოსნები იკავებენ. ისინი საოცრად მეგობრულები, კეთილები და მხიარულები არიან. მზად არიან ნებისმიერ მომენტში დახმარების ხელი გაუწოდონ მეგობარს. საოცრად გულისხმიერები არიან და სხვისი ტკივილი საკუთარივით სტკივათ. თითქმის ყველა მშვილდოსანს უამრავი მეგობარი ჰყავს. ბედნიერებაა თუ მათთან მეგობრობთ. ის თქვენ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის.

 

დღესასწაულია თევზებთან მეგობრობა. მართალია, ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდნენ, მაგრამ მათ განსაკუთრებულად შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა. შეგიძლიათ მათ მოუყვეთ ყველაფერი და დარწმუნებული იყოთ რომ ამას თქვენ ორის გარდა ვერავინ გაიგებს.

თევზები მზად არიან თავიანთი საქმე გვერდზე გადადონ, თუკი თქვენ დახმარება გჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ცოტა კომუნიკაცია უჭირს, მარტივად არ იხსნებიან და ბოლომდე შეცნობა რთულია, ამის გამო არც თუ ისე ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა თუკი თევზები თქვენი მეგობარია, ნამდვილად გაგიმართლათ.

 

მესამე ადგილი ამჯერად კირჩხიბებმა დაიკავეს. ერთი შეხედვით რთულია მათ ენდო, რადგან პირადი ცხოვრება თავადაც მოუგვარებელი აქვთ, მაგრამ მეგობარს ყოველთვის აძლევენ საჭირო და გამოსადეგ რჩევებს. ძალიან ჭკვიანები არიან.

აქვთ იუმორის გრძნობა და ადამიანების გამხიარულებაც მარტივად შეუძლიათ. თუკი კირჩხიბი ნამდვილ მეგობრად გთვლით, ის მზადაა თქვენ გამო ყველაფერი გააკეთოს.

წყარო: trend.ge

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/3_sauketeso_megobari_kali_zodiakos_mikhedvit/2018-09-15-144
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები