დანაშაულის სუბიექტურიმხარე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ერთ-ერთიაუცილებელისაფუძველია. ბრალის განსაზღვრა აუცილებელია პასუხისმგებლობის დასაწესებლად. სისხლის სამართლის ისტორია ორ დიდ პერიოდს მოიცავს ბრალის ცნების განვითარების თვალსაზრისით. პირველია,როდესაც არ აინტერესებდათდამნაშავის შინაგანიგანწყობილებადა მხოლოდ მოქმედების გარეგანისახე, შედეგი აინტერესებდათ. ამ პერიოდს ეწოდება ობიექტურიშერაცხვის პერიოდი. ობიექტურიშერაცხვის პრინციპსცვლის სუბიექტურიშერაცხვის პრინციპი. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხიარ წყდება მხოლოდ დამდგარიშედეგის მიხედვით, არამედ აუცილებელი ხდება დამნაშავის პიროვნების, მისი შინაგანი, სულიერი მდგომარეობის გარკვევა დანაშაულის ჩადენისას, თუ სასჯელის გამოტანისას. მნიშვნელოვანია აგრეთვე გაირკვეს შეგნებული ჰქონდა თუარა დამნაშავესრას ჩადიოდა. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სუბიექტური დამოკიდებულების შემდეგი ფორმები: სურვილი, გაუფრთხილებლობა, თვითიმედოვნება. ძველი ქართულისამართალი იცნობდაბრალის ორივეფორმას განზრახვასა და გაუფრთხილებლობას. ექვთიმე განზრახვას უკავშირებს ნებას და აღნიშნავს, რომ განზრახიმოქმედება არის თავისი ნებითჩადენილიმოქმედება. ბრალის მეორეფორმას უწოდებს უნებლიემოქმედებას. ექვთიმეს მოჰყავს გამოკვეთილი განზრახვისრამდენიმე შემთხვევა: ავაზაკის მოქმედებები, მოწამვლა, მუცლის მოშლის მიზნით წამლის დალევა, ცულით, შეშით, მახვილით კაცის კვლა. განზრახვასთან მიახლოებულიმოქმედებები: ჩხუბის ან შფოთისას როდესაც ადამიანი მოკვდება. ვინმეს თუქვა ესროლე მოკვლა არ გინდოდა მაგრამ გარდაიცვალა. გაუფრთხილებელდანაშაულებში ექვთიმე გამოყოფს: ხის ნაყოფის ჩამოგდებისას ქვის სროლით კაცის კვლა, მოსწავლისჯოხით გაწვრთნისას სიკვდილი. ექ.მთაწმინდელის მიხედვით ბრალის შემდეგი ფორმებია ცნობილი: 1) განზრახი ბრალი(გამოკვეთილი განზრახვა,განზრახვასთან მიახლოებული), 2) უნებლიე (უნებური მოქმედება პასუხისმგებლობას არ იწვევს, უნებური,რომელიც გაუფრთხილებობას შეესაბამება და პასუხისმგებლობას იწვევს).
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/danashaulis_subiekturi_mkhare_dzvelkartul_samartalshi/2016-12-14-76
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები