სამართალდარღვევათა სახეების განსხვავების საფუძვლად ამა თუ იმ ქმედებების სირთულე, მრავალსახეობა და არსის გათვალისწინება იყო მიჩნეული. დანაშაულთა კვალიფიკაციისას თუ პასუხისმგებლობის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დამნაშავის ასაკს, დამნაშავისფიზიკურ დაფსიქიკურმდგომარეობას, ასევე დანაშაულის ჩადენის ადგილს, დროსდა სხვა პირობებს თუ გარემოებებს. ივ.ჯავახიშვილის მიხედვითადრეფეოდალური ქართული სამართალი დანაშაულის სამ სახეს იცნობდა: დიდი დანაშაული, მცირე და საშუალო. ივ.ჯავახიშვილის მიხედვით დანაშაულის კლასიფიკაცია დამყარებული ყოფილა ბრალზე. ძვ. ქართულსამართალში დანაშაულის კლასიფიკაციისას აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა ბრალის გათვალისწინება,დანაშაულის გამომწვევიმიზეზებიდა სხვ. დანაშაულის შინაარსის გასარკვევად ექ.მთაწმინდელი დამნაშავის ნებას აქცევს ყურადღებას. თუვინმემ განზრახვით მოკლა ადამიანი ეს იქნებოდა „ნებსითკაცისკულაი“, მაგრამ შეიძლებოდა ვინმე უნებლიედ მოგეკლა და ეს იქნებოდა „უნებლიეთი კაცის კულაი“ ანუშემთხვევითი. ექ.მთაწმინდელი თვლის რომ თავისთავად ნებსით და უნებლიეთ მკვლელობაც იყოფა სხვადასხვა ნაწილებად. ნებსით ანუ განზრახვით მკვლელობის მაგალითადის ასახელებს მკვლელობას შუბით, მახვილით, საწამლავით ჩვილის მოკვლა (წამლის გამცემიდა მიმღები), ასევე მამაკაცისთვის წამლის მიცემა რათა ქალი შეიყვაროს, ავაზაკის მიერკაცის კვლა. ექ.მთაწმინდელი მსჯელობს აგრეთვე გაუფრთხილებლობით კაცის მოკვლის შესახებაც. როდესაც უნებლიედ, შემთხვევით კლავ ადამიანს. ექვთიმეს აზრით უნებლიე კვლაც შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. დაუდევრობის შემთხვევაა მაგალითად ხის ნაყოფის ჩამოსაგდებად როდესაც ქვას ისვრი და კაცს მოკლავს, ყრმას აღსაზრდელად რომცემს და შემოგაკვდება. ექვთიმე ასახელებს აგრეთვე უფრო მძიმე გაუფრთხილებლობასრომელიცგანზრახვას უახლოვდება. მაგალითად, როდესაც კაცის საცემადგაიწევი და შემოგაკვდება. მართალია მოკვლა არ გსურდა მაგრამ მისი ცემის სურვილი გაგაჩნდა. ამრიგადექვთიმედანაშაულის კლასიფიკაციისას საფუძვლად იღებს ნებას, განზრახვას და სურვილს, რომელთა მიხედვით დანაშაულებს ყოფს დიდ, საშუალო და მცირე დანაშაულებად.
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/danashaulta_klasipikatsia_dzvelkartul_samartalshi/2016-12-14-74
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები