უძველესი დროიდან საქმის გამრჩევი ყველა პირი იწოდებოდა მსაჯულად, ბჭედ ან მოსამართლედ. ქართული სამართლის ძეგლები განსაკუთრებულყურადღებას აქცევენ მოსამართლისათვის აუცილებელთვისებებს. ბაგრად კურაპალატის სამართლის წიგნში ხაზგასმულია, რომ მოსამართლე უნდა იყოსღვთისმოშიში, სამართლიანი, მოუსყიდველი, მიუდგომელი, რომელიც არავის ხათრით უსამართლობას არ ჩაიდენს. ზოგ შემთხვევაში დასაშვებია მოსამართლის გაწყრომაც, როცა ეს საჭიროა საქმის განხილვისას. სასამართლო პროცესში მონაწილემხარეებს „მოდავეები“ ეწოდებათ, მოსარჩლეს „მოჩივარი“, ხოლო მოპასუხეს „მოადი“. ურთიერთდავას „ცილება“ ერქვა. ისტორიულად ცნობილია სასამართლო პროცესის სამი ფორმა: 1) საბრალდებო, 2) ინკვიზიციურიანუსამძებრო, 3) შერეული. საბრალდებო პროცესისასამართლო პროცესისუძველესიფორმაა. მისთვის დამახასიათებელია მთელირიგი პრინციპები. ესაა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც იმითგამოიხატება, რომ მხარეებს საქმის წარმოებისას თანასწორი უფლებებიჰქონდათ. ისინისაქმის დაწყების ინიციაორებიიყვნენ, აგროვებდნენდამამტკიცებელ საბუთებს და განსახილველად აძლევდნენ მოსამართლეებს. მოსამართლეებს მხოლოდუნდა შეესწავლათ წარმოდგენილი მასალები და გამოეტანათგანაჩენი. წინასწარი გამოძიება არ ტარდებოდა მხოლოდ საქმის სასამართლო განხილვას ჰქონდა ადგილი. სხვა პრინციპებია ზეპირობა და საჯაროობა. ფეოდალიზმის პერიოდშიწარმოიშვა პროცესის მეორეფორმა- ინკვიზიციური ანუსამძებრო. საქმის აღძვრა უკვე აღარ ხდებოდა მხარეთა კერზოინიციატივით, არამედ სახელმწიფო თავისი მოხელეების ინიციატივითიწყებდა პროცესს. აღარ იყო დამახასიათებელიშეჯიბრიანობის პრინციპი. მხარეები თანასწორუფლებიან სუბიექტებადაღარ გვევლინებოდნენ. ორივეს ფუნქციებს სასამართლო ასრულებდა. ის იწყებდა საქმეს, აგროვებდა მტკიცებულებებს. პროცესიწერილობითდა საიდუმლოდ მიმდინარეობდა, გამოიყოფილია წინასწარი გამოძიების სტადია, როცა ხორციელდებოდა მტკიცებულებათა შეკრება. ყველაზე სრულყოფილსაბუთად ითვლებოდა ბრალდებულის მიერბრალის აღიარება. ამ პერიოდის სასამართლო პროცესიძირითადად შეიძლება ჩაითვალოს სამძებროდ, საბრალდებო პროცესის ელემენტებით.
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/dzveli_kartuli_sasamartlo_protsesis_zogadi_dakhasiateba_shereuli_protsesi/2016-12-14-73
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები