ფილმი - ,,ინსპექტორის ვიზიტი''
გამოსვლის წელი: 2015
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
რეჟისორი: AISLING WALSH
(ყურადღება ტექსტი შეიცავს სპოილერს)

პირველივე კადრებიდან ფილმი საინტერესოდ ვითარდება და დასასრულამდე არ გაძლევს იმის შესაძლელობას, რომ ამოვისუნთქოთ და რაიმე გავაანალიზოთ, მაგრამ რეჟისორი ფილმის მიმდინარეობისას გვიტოვებს მცირე მინიშნებებს, რომელიც ,,გასაღები" ხდება მთავარი აზრის და იდეის..

რეჟისორი ორ წამიან კადრებად აღწერს თითოეულ მოქმედ პირს,მაგრამ ეს სრულიად საკმარისია იმის მისახვედრათ, რომ საქმე მაღალი ფენის საზოგადოებასთან გვაქვს. ოჯახის უფროსი დიდი ღაბაბით და ასევე დიდი მუცლით - ხასგასმული თვისებებით რეჟისორს უნდოდა გამოეხატა მომხვეჭერობისა და დაუოკებელი სიმდიდრის დიდი სურვილი, ეს თვისებები ვლინდება ფილმის დასაწყისშივე - ვახშამზე, რომელიც წინასაქორწინოა ბიზნესზე და პარტნიორობაზე მიდის გაცხარებული საუბარი, ეს კი შესანიშნავად უსვამს ხაზს თუ რა არის პრიორიტეტული მამისთვის: ფული თუ ქალიშვილი?! (აქ კი ვხვდები, რომ ამ გახრწნილ კაპიტალისტს კარლ მარქსი ბევრად უკეთესად დაახასიათებდა)

ინსპექტორის პერსონაჟი, რომელიც უდავოდ იმსახურებს დიდ პატიისცემას, კაცი ბოხი ხმით, უდრეკი სახით და მშვიდი საუბრით გვიტოვებს განცდას, რომ მასზე სამართლიანი არავინ დაბადებულა სამყაროში. მისი გამოჩენის პირველივე წამებიდან საშინელი დაძაბულობა დაისადგურებს, რასაც ამძაფრებს თანმდევი მუსიკა.

- ,,ღმერთის გჯერა? 
- კი 
- როგორ გჯერა მისი..?
- მე ადამიანების არ მჯერა, რაღაცის უნდა მჯეროდეს.."

ეს სიტყვები ზუსტად ის გასაღებია, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, ის მეორდება ორჯერ ფილმის დასაწყისში და დასასრულს - ესეიგი რეჟისორი გვაძლევს განსაკუთრებულ ხელმოსაჭიდს, რომელზედაც შეგვიძლია ავაგოთ ჩვენი ვარაუდები ამ ფილმთან დაკავშირებით. დიახ ინსპექტორი ღმერთია, უფრო სწორედ ღმერთის იდეა ( არავის არ შერჩებათ თავის ცოდვები, ყველას ოდესღაც მოეკითხება).. თუ ღმერთის იდეას დავუშვებთ ფილმში, შესაბამისად დრო სუბიექტური ცნება გამოდის.

რატომ მიმდინარეობს სიტუაცია შემდეგნაირად? ანუ რატო აღიარებინებს ყველაფერს, შემდეგ კი აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას (ეს ხალხი იგებს, რომ არავინ არ მომკვდარა და მიდან დასკვნამდე, რომ ვიღაცა მწარედ ეხუმრა). იმიტომ რომ ბოლოს დიდი სიმძაფრით დაანახოს თავისი თავები ზემოდან, როცა ამ ფაქტით გახარებულები, რომ მათი სახელის გატეხვა არ მოხდება, მართლა შეიტყობენ, რომ ქალი რეალურად გარდაიცვალა.

არსებობს ვარაუდები იმის შესახებ რომ თითქოს ინსპექტორი დროის ან სინდისის იდეა გახლდეთ, მაგრამ ამ ვარაუდს თავისთავად აბათილებს ბოლო კადრები როცა ინსპექტორს ქალი თვალებში უყურებს და შემდეგ კი ინსპექტორი ცხედარს ხელზე ეფერება.

ავტორი: Irakli Bitiashvili
 
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/inspektoris_viziti_an_inspector_calls/2018-09-19-145
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები