დრო მთავდება, მზეც ხომ მალე ჩავა... ზამთარს ეწურება დღეენი, სითბო დაჰქრის და ვნახავთ ახალ მზეს, მოვა, ის მაგრამ წავალ მე, ნუ გეშინია ეს ხომ არა საოცარი რამ, მოვა სხვა და გადამშლის მე, მე კი მინდა დაგემშვიდობო, წაიკითხე ნანატვრი ჩემი და აღასრულე ისინი, მოვა სხვა ის გეყვარება მეტად ჩემზე, მე დავრჩემი ნიავად, უჩინარი, მაგრამ ყოველთვის მზის ჩასვლამდე გვერდით მქროლავი, ნატვრად მინდა დარჩეს ერთი სხვაგან დაწერილი, ქაღალდოვან ნაკეცებში საპოვნელი...
ვიქნები ნიავი რომელიც დაუბერავს ვიდრემც გასწორდება საათიის ისრები ვერტიკალზე და მზე ჩაქრება ხვალამდე, გამიხსენე წელიწადში ერთხელ შენ მაინც, გაიხსენე სასაცილო, გასახარი და შესაშური დღენი ჩვენი, არ ვიცი თუ გეყვარები მერეც როცა ქარი წამშლის მაგრამ მე ვიქნები იქ...
<a class="link" href="https://www.youtube.com/watch?v=l6zpi90IT1g" rel="nofollow" target="_blank">https://www.youtube.com/watch?v=l6z...
</a>
იქ სადღაც შორს ჰორიზონტს შემხედვარე შენსავით, და სანამ მზე ჩავა და ააწითლებს ცას მანამ ვისუნთქებ მე უკვე ნიავად ქცეული, მახსენე, მოყევი და აღასრულე სახელი ჩემი. იწურება დრო და წამი ასე ტყვილა დახარჯული, მაგრამ შენ იცი, რომ სცემდა ჩემი გული ისე, როგორც მაშინ შენ ნახვაზე პირველად, ნიავშიც ხომ გაისმის მერე ჩემი გულის ძგერა.
შენზეა იცოდე შემძლეობაც და ის რაც ჩაიფიქრე, ის რამაც უნდა შეცვალოს ეს ქვეყანა და აქციოს ის დარად ვარდის და განაგდოს ხმელი ყოჩივარდი, ფსევდო... მშვიდობით ჩემო ერთადერთო მოვიდა ეს დროც მზე რომ ჩადის და სითბო სიცივით იცვლება, და უკანასკნელი მზის რკალი საზღვრებს აუდის, ის ნიავი კი თავისას იტაცებს და მზე ღრუბელთ შეპყრობილი ჩადის დასალეთისკენ.
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/irmis_nakhtomit_skhva_galaktikashi/2018-02-07-137
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები