უფლებაუნარიანობის გარდა, სამოქალაქო კოდექსი პირის მეორე უნარსაც იცნობს, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. ეს არის ქმედუნარიანობა.
ქმედუნარიანობა არის პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები ( მე-12 მუხლის პორველი ნაწილი). უფლებაუნარიანობისგან განსხვავებით, ქმედუნარიანობას ადამიანი დაბადებისთანავე არ იძენს. იგი ყოველთვის დაკავშირებულია ამა თუ იმ გარემოებასთან. ასეთ სამართლებრივად მნიშვნელოვან გარემოებებს, წარმოადგენს ასაკი და ჯანმრთელობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანობა იწყება სრულწლოვანების მირწევისთანავე. სრულწლოვანად კი ითვლება პირი, რომელმაც მიაღწია თვრამეტი წლის ასაკს.
შვიდ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროა.
შვიდიდან თვრამეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.
ასაკის მიხედვით ქმედუნარიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია ემანსიპაციის(რომელიმე პიროვნების ან სოციალური ჯგუფის გათავისუფლება, ვისიმე ან რისამე დაქვემდებარებიდან, მფლობელობიდან გამოსვლა და შედეგად დამოუკიდებლობისა და თანასწორი უფლებების მიღება.) ინსტიტუტი. ეს ის შემთხვევაა, როცა პირს, მართალია, ჯერ კიდევ არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, მაგრამ განსაზღვრული პირობების არსებობისას სამართალი მას უთანაბრებს სრულწლოვან პირებს. სამოქალაქო კოდექსი ასეთ ორ პირობას ითვალისწინებს. პირველი, როცა თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირი იქორწინებს. სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის მიხედვით, საქორწინო ასაკად დაწესებულია თვრამეტი წელი, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში დაქორწინება დაიშვება თექვსმეტი წლის ასაკიდან. მაშასადამე, პირი, თუკი იგი იქორწინებს, შეიძლება ქმედუნარიანი გახდეს თექვსმეტი წლის ასაკიდან; ემანსიპაციის მეორე შემთხვევაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მის მიხედვით, თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი შეიძლება მიჩნეულ იქნეს შეუზღუდავ ქმედუნარიანად, თუკი კანონიერი წარმომადგენელი მას მიანიჭებს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას.
კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევისთანავე პირი ავტომატურად ხდება ქმედუნარიანი ისე, რომ რაიმე დოკუმენტის შედგენა აუცილებელი არ არის. ამიტომ მოქმედებს პრეზუმცია, რომ თვრამეტი წლის ასაკს მიღწეული ყველა პირი ქმედუნარიანია.
პირის უნარს, საკუთარი ნებითა და მოქმედებით განახორციელოს უფლებები და მოვალეობები, სამოქალაქო სამართალი უკავშირებს არა მხოლოდ ასაკს, არამედ ჯანმრთელობას. ადამიანი შეიძლება იყოს სრულწლოვანი, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს მას ნორმალური განსჯის უნარს. ასეთად საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მიიჩნევს ჭკუასუსტობას ან სულით ავადმყოფობას (სსკ-ის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი(მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი - ქმედუუნაროდ მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნება აღიარებული. ამ პირის უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე). ). ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო პირის მიჩნევა ქმდუუნაროდ მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა(სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირის განსაკუთრებული უფლება, უპირატესობა). სხვა არც ერთი სახელწიფო ორგანო არაა უფლებამოსილი ცნოს პირი ქმედუუნაროდ. ავადმყოფობის გამო ქმედუუნაროდ აღიერებული პირის განკურნების შემთხევაშიც, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი აღიაროს პირი კვლად ქმედუნარიანად.
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/kmedunaranoba/2016-12-15-80
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები