კომერციული იურიდიული პირების სტატუსი სრულად არის მოწესრიგებული კანონში მეწარმეთა შესახებ. კომერციულ იურიდიულ პირად ჩაითვლება მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც მისდევს სამეწარმეო საქმიანობას. სამეწარმეო საქმიანობა არის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

კომერციული იურიდიული პირების განსაზღვრისას კანონი მეწარმეთა შესახებ მიმართავს მათი ამომწურავი ჩამოთვლის ე.წ. numerus clausus პრინციპს, კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობაშ დასაშვებია საწარმოთა მხოლოდ ის ფორმები, რომლებიც განმტკიცებულია კანონში. თავისუფალი ფანტაზიით საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების შექმნა არ დაიშვება. 
მეწარმეთა შესახებ კანონით მოწესრიგებული იურიდიული პირები პირობითად შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დაიყოს:
1.ამხანაგობის ტიპის საზოგადოებები, კერძოდ, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს).
2.კომანდიტური საზოგადოება (კს).

 

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/komertsiuli_iuridiuli_pirebi/2016-12-08-63
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები