ალბათ მწერლები სწორად იქცევიან სიყვარულს წიგნებში რომ ათავსებენ რადგან სწორედ იქაა მისი ადგილი. იმიტომ კი არა, რომ მტკივნეულია, არა იმიტომ რომ წავიკითხოთ გავეცნოთ და შემდეგ მას ჩვენი შევმატოთ.როცა სიყვარულმა გატკინა მაშინ მასზე ნაწყენი და გაბრაზებული იტყვი რომ ნეტა მართლა მხოლოდ წიგნებში იყოსოო, მაგრამ გაიხსენე ისიც რომ სიყვარულმა ბედნიერი თუნდაც სულ მცირე წამები გაჩუქა. ეს წამები მუდამ გემახსოვრება და სწორედ ამ წამებისთვის ღირდა დაბადება. მოდი  როგორც ვთქვით სიყვარული წიგნებში მოვაქციოთ და მხოლოდ იქ დავტოვოთ. ჩვენთვის რას ვიტოვებთ სიძულვილს? რა ჯანდაბად გვინდა, მარა სულ რო გულით მოვინდომოთ მაგას ვერ ვიზავთ რადგან ეს ორი სიტყვაა რომელიც ორ ერთმანეთის საპირისპირო გრძნობას ერთი სიტყვით აღწერს რათა საუბრის პროცესი გაგვიმარტივოს, ერთმანეთით სულდგმულობენ თუ სიყვარულს სიტყვას და გრძნობას აქრობთ ავტომატურად გაქრება სიძულვილიც რადგან მას მნიშვნელობა ეკარგება. ამ შემთხვევაში სიძულვილი გადავა ცხოვრებისეულ მდგომარეობაში, ადამიანებს მხოლოდ სიძულვილი ექნებათ და ეს სიტყვა საჭიროც აღარ იქნება. "ჩვენ ერთმანეთი გვძულს" კი მაგრამ რა არის სიძულვილი? შეგიძლია ამიხსნა ეს მაშინ როცა არ არსებობს სიყვარული, ცადე მიდი, მაგრამ  ვერ ახსნი დამიჯერე. სიყვარული ხის ძირია უამრავი ტოტით. უამრავი ტიპი აქვს ჩამოთვლას არ დავიწყებ შენ კი დარწმუნებული ვარ მხოლოდ ქალვაჟური სიყვარულის გაქრობა გსურს. კარგი მაშ მხოლოდ ის მოვაქციოთ წიგნებში. წარმოიდგინე რომ ის აღარ არსებობს იფიქრე ამ თემაზე და შენითვე მოძებნი პასუხებს. მე კი მანამდე გეტყვი რომ მწერლები სწორად იქცევიან სიყვარულს წიგნებში რომ ათავსებენ რადგან საუკუნეებს დარჩება ასე.

კ.ნებაძე
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/kukuri_nebadze/2018-10-14-172
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები