15:56
მეტყველება (ესე)

მეტყველება

ისეთ კოგნიტურ პროცესს, როგორიცაა ენა ფორმალურად განმარტავენ როგორც ინდივიდის მოქმედებას, მის ფსიქიკურ აქტივობას, რომელსაც იგი ენის საშუალებით ახორციელებს. მისით ხორციელდება ადამიანებს შორის ინფორმაციის გაზიარება, აზრთა გაცვლა-კომუნიკაცია. ის შეიძლება შეიცვალოს იმდენად რამდენი ადამიანიცაა ანუ გახდეს ინდივიდუალური, ის ისე შეიძლება გამოვლინდეს როგორი შინაგანი მდგომარეობაც გვაქვს, რა განცდებიც გვაქვს(ინდიფერენტულია, ემოციური...). მეტყველება შეიძლება განვახორციელოთ როგორც ვერბალურად (ანუ საუბრით) ისე არავერბალურადაც (ჟესტი, მიმიკა..) არის მოსაზრება რომ მეტყველებაში არავერბალური მხარე ბევრად დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ვერბალური, თუმცა, ამის გადაჭრით თქმა მცდარი იქნება, რადგან, ალბათ, ეს უფრო კულტურათა შორის იცვლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც მეტყველებას შეეხება არის ის რომ მას განცდათა გამოხატვა უნდა შეეძლოს, თუმცა ეს როდია ცნობიერი კომუნიკაცია ადამიანთა შორის, გამოხატვის ფუნქცია ცხოველსაც აქვს, თუმცა ისინი არ მეტყველებენ, უბრალოდ მათი ბგერები მათ სუბიექტურ მდგომარეობას გამოხატავენ. ადამიანი კი სიტყვებს წარმოთქვამს, რომელიც ობიექტური, გარეთ არსებული მოვლენის აღმნიშვნელია, ამიტომაცაა მეტყველება ერთ-ერთი ყველაზე რთული კოგნიტური პროცესი, რომელიც ყოველთვის არის განხილვის საგანი მეცნიერ მკველვართა, ფსიქოლინგვისტთა, ანთროპოლოგთა და მრავავალ სხვათათვის. ჩემს ნარკვევში კი სწორედაც რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფ, ისეთს როგორიცაა-მეტყველების, აზროვნებისა და კულტურის ურთიერთმიმართება, სეპირ უორფის, ლინგვისტიური დეტერმინიზმის ჰიპოთეზის ირგვლივ გავშლი შემს ნარკვევს და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ვიმჯელებ ამ საკითხზე. ჩვენთვის ცნობილია სეპირ უორფის დებულებები, რომლებიც 2 ჰიპოთეზად შეგვიძლია დავყოთ, ისინი დაახლოებით ასე გამოიყურება, ერთის, ლიგვისტური დეტერმინიზმის თანახმად სწორედ ენაა საწინდარი კულტურულ-საზოგადოებრივი ცნობიერებისა, ხოლო მეორის, ლინგვისტური ფარდობითობის თანახმად ენა ზემოქმედებს კულტურაზე. მოკლედ რომ ვთქვათ სეპირ უორფის ჰიპოთეზას ადამიანის ცნობიერება ეთნიკურ დონემდე დაჰყავს, სხვადასხვა კულტურის წარმოამდგენელთა ენა გასაზღვრავს მათ აზროვნებას. მე, როგორც მრავალ კულტურათა შორის ერთ-ერთი კულტურის წარმომადგენელს სეპირ უორფის ჰიპოთეზა გადაჭარბებულად მიმაჩნია, მაგრამ არა უსაფუძვლოდ და მცდარად. რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ ენების თავისებურებანი აისახება კოგნიტურ პროცესებზე თუმცაღა, ვფიქრობ, რომ სრულიად არ მოიცავს მას. უორფის ჰიპოთეზის დასამტკიცებლად,(ზოგი კველვა კი უარყოფს მას) ხშირად მოჰყვათ ხოლმე ფერთა კლასიფიკაციის მაგალითი, არის ვარაუდი რომ სხვადასხვა ენაში სხვადასხვანაირად აისახება სპექტრის ფერები, მაგალითად ახალი გვინეის ერთერთ ტომში არსებობს მხოლოდ ორი სიტყვა რითაც ფერებს აღნიშნავენ -ბნელი და ნათელი. მკველვართა ნაწილი მიიჩნევს რომ ფერთა რაოდენობა სხვადასხვა ხალხში გვალენას ახდენს მათ მიერ ფერების კლასიფიკაციის უნარზე, ზოგიერთი კვლევა კი საპირისპიროს ადასტურებს რომ სრულებით ერთნაირად ასრულებენ ფერთა კლასიფიკაციის დავალებას სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები. ვფიქრობ, ლინგვისტური დეტერმინიზმი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ჰიპოთეზა და მონაპოვარია კაცობრიობისთვის, რაოდენ უცნაური, მიუღებელიც ან არასასიამოვნო არ უნდა იყოს მეტყველება ის ერთ-ერთი მთვარი (არა ერთადერთი) კოგნიტური პროცესი და მამოძრავებელი ღერძია, რისი საშუალებითაც ადამიანია აღიქვამს სამყაროს, იფართოვებს წარმოდგენებს და აზროვნებს, რითაც უკავშირდება და ერგება გარემოს, სოციუმს. ჩემი სუბიექტური აზრია რომ მეტყველების გარეშე ადამიანი რუტინული არსება გახდება, რომელიც ვერ შეძლებს განვითარებას, შემეცნებას, სამყაროს ღრმად შეცნობას. შესაძლოა ის უემოციო არსებათაც იყოს განხილული თუ ვერ შეძლებს მეტყველებას, რადგან როგორც ვთქვით მეტყველება არავერბალურ მხარესაც მოიცავს, რომელიც ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს ჩვენს შეხედულებებს, ემოციებს, გრძნობებს. თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია მეტყველების გარეშე, დღეს რომ ჩვენ არშეგვეეძლოს ექსპრესიული მეტყველება, ვერ შევძლებდით ჩვენი ჩვენმი აზრის, გრძნობების დაფიქსირებას, გადმოცემას მეტყველებით, ასევე დიდი როლი აქვს იმპრესიულ მეტყველებას ჩვენს ყოფიერებაში,ის რომ არა ადამიანები ხომ ვერ გავიგებდით ერთმანეთის აზრს, მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვათა მნიშვნელობას მეტყველების დროს. დიახ, მეტყველება ნამდვილად არის ადამიანის ყოფიერებაში მნიშვნელოვანი და შეუცვლელი პროცესიც კი.

ავტორი:თამარ ბაბუციძე

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ესეები KA | ნანახია: 49 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
loading...
სულ კომენტარები: 0
avatar