შრი-ლანკის  ერთი-ერთ მთავარ ღირსეშანიშნაობას უდაოდ წარმოადგენს მთის დანგრეული უძველესი  სასახლე – სიგირიის ნარჩენები. ის მდებარეობს მატალის ცენტრალურ რაიონში.

ციხეს გარს არტყამს ბაღების ნარჩენები, აუზი და სხვა სტრუქტურები. სიგირიაში ასევე შეგიძლია დატკბეთ უძველესი ფრესკების გამოსახულებით. ციხე აშენეულ იქნა კასაპი I-ის (477 – 495 ჩვ.წ–მდე) მმართველობის ხანაში და წარმოადგენს მსოფლიოს  ერთ–ერთ კულტურულ  მემკვიდრეობას.

ციხე მდებარეობს ზღვის დონიდან 200 მეტრზე. არქეოლოგების დასკვნით ციხე აშენებულ იქნა მე–4 საუკუნის დასასრულს. მისი დამფუძნებელი იყო მონარქი კასაპი, რომელიც გამოიქცა ამ ადგილებში, რომ თავიდან აერიდებინა ძმის რისხვა – ნამდვილი მემკვიდრის. კასაპის სიკვდილის შემდეგ სასახლე იქცა მონასტერად და ფუნქციონირებდა მე–14 საუკუნემდე.

სიგერიის კლდე ჩამოყალიბდა ჩამქრალი ვულკანის ლავისგან და ის ჩანს მრავალი მილის დაშორებით ყველა მიმართულებით. მკლევარების აზრით, მთის სასახლის მშენებლობამდე აქ დასახლებულნი იყვნენ ბუდისტი ბერები და განდეგილები.

დიდი ხნის განმავლობაში სიგირიის სასახლე დანგრეულად და დაკარგულად ითვლებოდა ტყის სიღრმეში, მაგრამ  მე–19 საუკუნის შუა ხანებში ის კვლავ აღმოაჩინეს. აქ ბევრი აღდგენითი სამუშაობი ჩატარდა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. დღეს მთის სასახლე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. იგი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის, რომლებიც ათასობით ჩამოდიან აქ, რომ საკუთარი თვალით იხილონ სასახლის ნანგრევები.

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/mtis_sasakhle_sigiria/2016-11-17-57
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები