მუხლი 955 უფლება ნაყოფზე
1. თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი.
2. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.

საზიარო უფლებიდან წარმოიშობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება უფლება ნაყოფზე, ანუ ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც ამ უფლების გამოყენების შედეგად მიიღება. თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისითანაზომიერი წილი. მოწილეთა წილების თანაფარდობა ეფუძვნება პროპორციულობის პრინციპს.
ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება საზიარო საგნის გამოყენებისა და ნაყოფის მიღების პრობლემები. თანამოწილეს აქვს უფლება საზიარო საგანი გამოიყენოს სხვა მოწილის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუმცა მას ეკრძალება სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშე ნაყოფის მიღება. 
საზიარო საგანზე ნაყოფის უფლება, არ ატარებს სანივთო ნაყოფის ხასიათს, რაც შეეხება საგნის სარგებლის ( საიჯარო ქია) ის შეიძლება გამომდიარეობდეს მხოლოდ მასთან დაკავშირებული ვალდებულებით სამარტლებრივი ხელშეკრულებიდან

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/naqopze_uplebis_arsi_da_spetsipika_3/2018-11-18-193
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები