ნიკოლოზ კოპერნიკი (დ. 19 თებერვალი, 1473, ქ. თორნი (პოლონურად თორუნი), დასავლეთი პრუსია — გ. 24 მაისი, 1543, ფრაუენბერგი (დღევანდელი ფრომბორკი), ერმლანდის სამთავრო) — პოლონელ-პრუსიელი ასტრონომი.
კოპერნიკმა ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრულ სისტემას (ბერძნ. ‘ήλιος. „ჰელიოს“ ნიშნავს მზეს, ლათ. centrum „ცენტრუმ“ — ცენტრს).
კოპერნიკი ვერ მოესწრო თავისი წიგნის გამოცემას, ხოლო როდესაც მისი ნაშრომი დაიბეჭდა, კათოლიკურმა ეკლესიამ ის აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა.
 
წყარო:ka.wikipedia.ge
 
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/nikoloz_koperniki/2017-11-24-133
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები