თბილისში გინესის რეკორდსმენი როლფ ბუხჰოლცი ჩამოვიდა. მან მოგზაურობის ფოტოები Facebook-ზე გამოაქვეყნა. 

მან გინესის რეკორდი პირსინგების რაოდენობით დაამყარა - სხეულზე ბუხჰოლცს 481 პირსინგი აქვს გაკეთებული. ბუხჰოლცი გერმანიიდან, ქალაქ დორტმუნდიდან არის. 

59 წლის ბუხჰოლცმა პირსინგების კეთება დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო. მისი გარეგნობა ასევე იმით გამოირჩევა, რომ შუბლზე რქოვანი წანაზარდები, თვალის ბადურის ფერი კი ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებულად აქვს გაკეთებული. 
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/pirsingebis_raodenobit_ginesis_rekordsmeni_katsi_tbilisshia/2018-09-25-155
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები