მართალია, შეზღდული ქმედუნარიანობის მქონდე პირის მიერ გარიგების დადებისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაა (მე15 მუხლი), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცალკეულ შემთხვევაში იგი უფლებამოსილია დამოუკიდებლადაც დადოს გარიგებები. ეს მნიშვნელოვნად განასხვავებს მას ქმედუუნარო პირისაგან. ქედან გამომდინარე, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა მონაწილეობისას აუცილებელია განსაზღვრული დიფერენციაცია. ერთ შემთხვევაში გარიგებები ნამდვილია, ხოლო მეორე შემთხვევაში გარიგებები განეკუთვნება ბათილ გარიგებათა კატეგორიას.
  შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონდე პირთა მიერ დადებული ნამდვილი გარიგებების ზოგ სახეს სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს. ზოგადი წესის თანახმად, რომელიც განმტკიცებულია მე-15 მუხლში, ამ პირთა მიერ გარიგების დადებისათვის აუცილებელია მათი წარმომადგენლის (მზრუნველის) თანხმობა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ასეთი თანხმობის გარეშეც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი იღებს სარგებელს, არ მოითხოვს წარმომადგენლის თანხმობას. გარიგებით მიღებული სარგებლის ცნებას სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს. ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული გარიგების შეფასების დროს უნდა გადაწყდეს. აღიარებული შეხედულების თანახმად, როცა გარიგებას დებს არასრულწოლოვანი, საკითხი იმის შესახებ ამ გარიგებამ სარგებელი მოუტანა თუ არა მას, უნდა გადაწყვიტოს არასრულწოვანის კანონიერმა წარმომადგენელმა (მზურნველმა). შეფასებისას მხედველობაში უნდა იტოს მიღებული არა მხოლოდ ეკონომიური მხარე, არამედ პედაგოგიური ასპექტიც. ის, რაც ეკონომიური თვალსაზრისით მომგებიანი და, მაშასადამე, სარგებლიანია შეიძლება იყოს, სრულიად არ ნიშნავს, არმზრდელობით თვალსაზრისით სარგებლიანს. სარგებბლის მომტანად არ არის მიჩნეული ასევე ორმხრივი ხელშეკრულებები, ვინაიდან მასში ყოველთვის არს მოვალეობები. ამიტომ გარიგებებს, რომლებიც არასრულწლოვანი სარგებელს იღებს და მზრუნველის თანხმობა არ სჭირდება, მიაკუთვნებენ ჩუქებას, უპატრონო ნივთის მითვისებას.
  შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა მიერ დადებული გარიგებების მეორე ჯგუფის ნამდვილობასთან აუცილებელია მათი წარმომადგენლების წინასწარი თანხმობა. მაგალითად, თუ სკოლის მოსწავლე ყიდულობს კომპიუტერს, ამ გარიგების დადებისათვის მას სჭირდება მშობბლების წინასწარი თანხმობა.
  არასრულწლოვანის მიერ დადებული ნამდვილი გარიგებების ჯგუფს განეკუთვნება გარიგებები, რომელთა დასადებად არასრულწლოვანმა განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან - წარმომადგენლების თანხმობით- მესამე პირებმა (65-ე მუხლის პირველი ნაწილი).
  ზემოთ ჩამოთვლილი გარიგებების გარდა, ყველა სხვა გარიგება ითვლება ბათილად, რომელსაც არასრულწლოვანი დებს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე. ღუმცა ეს ბათილობა სწორდება კანონიერი წარმომადგენლის მოწონებით, ე.ი. თუ კანონიერი წარმომადგენელი მოიწონებს შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონდე პირის მიერ დადებულ გარიგებას, ეს გარიგება გახდება ნამდვილი (63-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამიტომ ასეთი გარიგებები განეკუთვნება ან საცილო გარიგებებს ან მერყევად ბათილ გარიგებებს.
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/pizikuri_piris_shezghuduli_kmedunarianoba/2017-01-15-101
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები