ალბათ დამეთანხმებით, რომ ქერათმიანი და სავსემკერდიანი მდედრების მიმართ ლტოლვას მაინცდამაინც ყველა მამაკაცი როდი იზიარებს. ისევე როგორც სხვა დანარჩენში, ადამიანებს გემოვნება და შეხედულებებიც განსხვავებული აქვთ. მამაკაცების შემთხვევაში ეს ქალის ვიზუალურ იმიჯსა და გარეგნობასაც შეეხება. ვიღაცას თუ გამხდარი, ნატიფი გოგონები ხიბლავს, სხვა ხორცსავსე და ფორმებიან ქალებს აყოლებს თვალს ქუჩაში. ასტროლოგები თვლიან, რომ მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც უყალიბდება გემოვნება. მოკლედ, როგორც იტყვიან, "ყველა ალხანას, თავისი ჩალხანა ჰყავსო"... 


მაშ ასე, როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:


ვერძს - საშუალო ტანის, აქტიური და მოქნილი, წაბლისფერთმიანი ქალი ხიბლავს. 

კუროს - სავსე ფორმების მქონე, დიდმკერდიანი ქალები. 

ტყუპი - უმალ იხიბლება შავგვრემანი ან მწითური "ინტელექტუალებით". 

კირჩხიბის - იდეალი ქერათმიანი, მასიური ფორმების მქონე ე.წ. "დედის ტიპის" ქალია. 

ლომის - დატყვევება შეუძლოა ბავშვური შესახედაობის, გარეგნულად სადა და შინაგანად თამამ ქალს.

ქალწულს - მოსწონს დახვეწილი მანერების მქონე, საშუალო აღნაგობის ქალები, რომელთაც ნაკლებად ახასიათებთ მკვეთრი მაკიაჟის სიყვარული. 

სასწორი - იხიბლება ლამაზი თმით, კბილებითა და ღიმილით. ქერათმიანიც და წაბლისფერთმიანიც ერთნაირად მოეწონება, თუ ამ უკანასკნელს ლამაზი ღიმილი და ქალური შარმი არ აკლია. 

მორიელს - მოსწონს ალქაჯური ტიპის, მწვანე თვალება ამორძალები. ხშირად არ ანიჭებს დიდ ყურადღებას გაბარიტებს, მთავარია, ქალი სექსუალურად გამომწვევი და მიმზიდველი იყოს. 

მშვილდოსანი - იხიბლება მოქნილი, ბიჭური ტიპის გოგონებით. რომელთაც ასაკისდა მიუხედავად ინფანტილურობა ახასიათებთ. 

თხის რქას - სოლიდური იმიჯის მქონე წაბლისფერთმიანები მოსწონს. ძალიან იხიბლება ქალის თეთრი კანით და მოვლილი ხელებით. 

მერწყული - არაორდინალური გარეგნობის მქონე ქალებით იხიბლება. შესაძლოა ძალიანაც მოეწონოს თავგადაპარსული, კეფაზე ტატუირების მქონე ქალი. ის აფასებს ინდივიდუალიზმს. 

თევზებისთვის - მოსაწონო ქალბატონი ნაზი, დახვეწილი მანერების მქონე და სადა უნდა იყოს. განსაკუთრებით მოსწონთ ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცებს ქალი, რომელიც ერუდირებული და ნაკითხია. 

წყარო:"http://www.astrologi.ge/"

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/rogori_kali_mostsons_mamakatss_zodiakos_nishnis_mikhedvit/2017-01-02-94
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები