სამოქალაქო კოდექსის მე-2 კარი
მუხლი 953 ცნება
თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი სხვა რამ არ გამომდინარეობს
მუხლი 954 წილთა თანაბრობა
თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.
მუხლი 955 უფლება ნაყოფზე
1.თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის ტნაზომიერი ნაყოფის ნაწილი.
2. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.

საზიაროდ ითვლება უფლება, რომელიც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, უფლებები რომ განიხილებოდეს საზიაროდ, აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა:
1. სამოქალაქო უფლება - პირის სესაძლებლობა მოითხოვოს როგორც მოვალისგან გარკვეული მოქმედების განხორციელება ან თავშეკავება, ისევე საკუთარი ინტერესის დასაცავად სასამართლოს დახმარებით მოქმედების შესრულბა. უფლება გულისხმობს ასევე პირის შესაძლებლობას თვითონ განახორციელოს გარკვეული მოქმედება. უფლება მოვალეობის გარეშე კარგავს იურიდიულ ხასიათს. ამდენად აქ საქმე ეხება სამოქალაქო უფლებას, რომლის ფარგლები არ უნდა იყოს შეზღუდული - ეს შეიძლება გამოვლინდეს სხვა და სხვა სამართლებრივ უერთიერთობაში.
2. რამდენიმე პირი - ურთიერთობა რომ განიხილებოდეს საზიარო უფლებების ფარგლებში უნდა იყოს რადენიმე პირი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია საზიარო უფლებების არსებობა.
3.ამ სუბიექტებს უნდა ეკუთვნოდეთ ეს უფლება - უფლებასა და ამ  სუბიექტებს შორის იყოს სამარტლებრივი კავშირი - უფლება უნდა ეკუთვნოდეს სუბიექტებს.
4. კანონიდან არ უნდა გამომდინარეობდეს მოწესრიგებების სხვა წესის გამოყენების შესაძლებლობა - უნდა გამოირიცხოს ამ ურთიერთობის მოწესრიგების სხვა წესით სარგებლობა, ვინაიდან თუ იარსებებდა ასეთი გზა მაშინ მოცემული ურთიერთობის მიმართ გავრცელდებოდა სწორედ ეს წესი.


მუხლი 961 საზიარო უფლების გაუქმება
1. თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
2. თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პადივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნებს მოთხოვნილი.
3. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება ან იზღუდება ამ წესების საწინააღდეგოდ.


საზიარო უფლებებიდან წარმოშობილი ურთიერთობა, ისევე როგორც ნებისმიერი სამართლებრივივი ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს გარკვეული საფუძვლის არსებობისას, მაგალითად:
1. ნატურით გაყოფა
საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას იმ შემთხვევაში თუ ორი აუცილებელი წინაპირობა არსებობს კუმულაციურად:
ა. საზიარო საგანი უნდა დაიყოს ერთგვაროვნად ფუნცქიის გაკარგვის გარეშე
ბ. დაყოფის შედეგად არ უნდა მოხდეს საგნის ღირებულების შემცირება
2. საგნის გაყიდვა
საზიარო საგნები არ არის ყოველთვის გაყიდვადი მათი თვისებებიდან გამომდინარე ან გაყოფა შეიძლება აკრძალული იყოს კანონით, ამ შემთხვევაში ხდება საგნის რეალიზაცია და ამონაგების განაწილება. მიწის ნაკვეთის დროს საზიარო საგნის გაყიდვისას გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები თუ დაუშვებელია საზიარო უფლების გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციუნზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის, თუ საზიარო საგანი არ გაიყიდა თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი აუქციონი, თუ კვლავ არ გაიყიდა მათ უნდა გაიღონ ხარჯები.
3. პატივსადები მიზეზის არსებობა
პატივსადებ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მოწილის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო საზიარო საგნით სარგებლობა, ასევე თუ მოწილეებს შორის ურთიერთობა დაძაბულია იმდენად, რომ გამოყენება - პატივსადებ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს სხვა და სხვა საფუძველი.
ბათილად უნდა განიხილებოდეს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის გამორიცხვას პატივსადები მიზეზის არსებობის დროს. გარდა ამისა მოწილეებს შეუძლიათ, რაიმე ვადით გამორიცხონ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა, თუმცა ეს შეთანხმება წყდება მოწილის გარდაცვალებით, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული (შესაძლებელია უფლებამონაცვლის მიმართ გავრცელდეს საზიარო საგნის მართვა).
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/saziaro_uplebebis_tsneba_da_gaukmebis_sapudzvlebi_2/2018-11-18-191
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები