1.      სამოქალაქო სამართლის ცნება და სისტემა
სამართალი ორ ნაწილად იყოფა – კერძო და საჯარო სამართლად. სამართლის ის ნაწილი, რომელიც აწესრიგებს კერძო პირთა შორის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებს, კერძო სამართალი ეწოდება. კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მაგალითებია ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა და სხვ. რაც შეეხება, საჯარო სამართალს ეს არის სახელმწიფოსათვის დაწერილი სამართალი,რომლის საფუძველზე სახელმწიფო და მისი ორგანოები დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ. მისი მაგალითებია სამშენებლო ნებართვა, სამეწარმეო საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემა და ა.შ.  სამოქალაქო  სამართალი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. სამოქალაქო საართალი კერძო სამართლის ნაწილია. სამოქალაქო სამართალს მიიჩნევენ ზოგად კერძო სამართლად სპეციალური სამართლის მიმართ. კერძო სამართლის სპეციალურ დარგებს განეკუთვნება: მეწარმეთა, ინტელექტულაური საკუთრების, შრომის და საკორპორაციო სამართალი. ხოლო საჯარო სამართლის სისტემას განეკუთვნება : სახელმწიფო, კონსტიტუციური, საგადასახადო, საბაჟო და საპროცესო სამართალი.
 
2.      კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა
კერძო და საჯარო სამართალი არ არიან ერთმანეთისაგან იზოლირებული. კერძო და საჯარო სამართლის ურთიერთგამიჯვნის პრობლემამ განსხვავებული თეორიები წარმოშვა. მათგან ყველაზე უფრო გავრცელებულია: ინტერესების, სუბორდინაციისა და სუბიექტების თეორიები. ინტერესების თეორიის მიხედვით, გამიჯვნისათვის გადამწყვეტია ის, თუ ვისი ინტერესები სარგებლობს უპირატესობით სამართლებრივი რეგულირებისას. მაგრამ აქ არის ერთი გარემოება კერძო და საჯარო პირებსაც შეუძლიათ ერთმანეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ. სუბორდინაციის თეორიის თანახმად, საჯარო სამართლისათვის დამახასიათებელია ურთიერთდაქვემდებარება ურთიერთობებში, მაშინ როცა კერძო სამართალი აწესრიგებს თანასწორუფლებიანთა შორის ურთიერთობებს.თუმცა კერძო სამართალშიც არსებობს ურთიერთდაქვემდებარებული ურთიერთობები და პირიქით საჯაროში თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული ურთიერთობები. მაგრამ, სუბორდინაციული თეორიის მნიშვნელოვან ნაკლად ითვლება ისიც, რომ იგი საერთოდ იგნორირებას უკეთებს საჯარო – სახელშეკრულებო სამართალს. რაც შეეხება სუბიექტების თეორიას, სამართლის დაყოფას კერძო და საჯარო სამართლად საფუძვლად უდევს ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა სტატუსი, უფრო ზუსტად ის, თუ რა უფლებამოსილება აქვს ურთიერთობათა მონაწილეს.  სუბიექტების თეორიიდან განვითარდა სპეციალური თეორია, რომლის თანახმად საჯარო სამართალი არის სახელმწიფო ხელისუფლების სპეციალური სამართალი, ხოლო კერძო სამართალი – ზოგადი სამართალი ყველასათვის.
 
3.      სამოქალაქო სამართლის კოდიფიკაცია საქართველოში
1997 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამოქალაქო კოდექსი.  კოდექსი უნდა ყოფილიყო ის ხიდი, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა საქართველო დასავლეთის კულტურულ სამყაროსთან. სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობა დიდია ნებისმიერი  ქვეყნისათვის, რომელიც კერძო საკუთრებას, სამეწარმეო საქმიანობისა და ხელშეკრულების თავისუფლებას  აღიარებს. შემთხვევით არ უწოდებენ მას ეკონომიკური ცხოვრების კონსტიტუციასაც. სამოქალაქო კოდექსის შექმნის აუცილებლობა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც იქნა დანახული. ამ საქმეში ინიციატივა რუსეთმა აიღო ხელში.  კოდექსის შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოც მიიწვიეს. იმავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობას, რომელსაც სათავეში ედგა, ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი როლფ კნიპერი.  სამოქალაქო კოდექსის  ცალკეული ნაწილები ითარგმნა გერმანულად, რათა  გერმანელ კოლეგებს ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. სამოქალაქო კოდექსი არ დაწერილა როგორც გარდამავალი ეპოქის კანონი. იგი იქმნებოდა როგორც კანონი, რომელმაც მრავალ ათასწლეულს უნდა გაუძლოს. სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე საქართველოში ასპარეზზე გამოვიდნენ ახალი თაობის ქართველი იურისტები. სამოქალაქო კოდექსმა საფუძველი ჩაუყარა ქართული ცივილისტიკის განვითარებას.  სამოქალაქო კოდექსმა სრულყოფილად მოაწესრიგა იურიდული პირების სამართლებრივი სტატუსი და სხვა ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები.
 
4.      სამოქალაქო სამართლის წყაროები
მეცნიერები ასახელებენ სამოქალაქო სამართლის წყაროთა ორ სახეს: სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონსა და ჩვეულებას.  კანონის ცნება ფართო გაგებით გამოიყენება და მასში იგულისხმება არა მხოლოდ საკუთრივ კანონი, არამედ ნებისმიერი სახელმწიფო აქტი, რომელიც სამათლის ნორმას შეიცავს. ასეთ აქტს ეწოდება ნორატიული აქტი. ნორმატიულ აქტებში განტკიცებულ სამართლის ნორმათა ერთობლიობას უწოდებენ პოზიტიურ სამართალს. რაც შეეხება ჩვეულებით სამართალს, იგი წარმოიშობა მოსახლეობის მიერ ხანგძლივი გამოყენებისა და ხალხის მართლშეგნებაში მათი დამკვიდრების შედეგად. სამართლის წყაროთა იერარქია დამოკიდებულია სახელმწიფო ორგანოთა ლეგიტიმაციის დონეზე.
      კანონი სამართლის უმთავრესი წყაროა. ფორმალური გაგებით კანონად მიიჩნევა მხოლოს პარლამენტის ან რეფერენდუმის გზით მიღებული ნორმატიული აქტები. მატერიალური გაგებით კანონად ჩაითვლება ყველა ნორმატიული აქტი, მათ შორის საკუთრივ კანონიც, რომელიც კომპეტენტური ორგანოს მიერ არის მიღებული. სამოქალაქო კოდექსმა ჩვეულებებიც სამართლის წყაროდ აღიარა. ისინი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სამართლისა  საყოველთაოდ  აღიარებულ ნორმებს. ჩვეულების არსებობის დადასტურება ან აღირება სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი იქნება გამოყენებული.
 
5.      კერძო ავტონომიის პრინციპები
კერძო ავტონომია ეწოდება კონკრეტულ პირთა შესაძლებლობას  ურთიერთობა  ერთმანეთში მოაწესრიგონ – გარიგების, განსაკუთრებით ხელშეკრულების მეშვეობით. კერძო ავტონომია ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის საფუძველია. ეს გამოიხატება ხელშეკრულების თავისუფლებაში. კერძო ავტონომიის ცნება ასევე გულისხმობს თვითპასუხისმგებლობას.  თვითპასუხისმგებლობა ეკონომიკური წინსვლის კატალიზატორია. ხელშეკრულების დადების თავისუფლება არის შესაძლებლობა დადოს ან არ დადოს პირმა ესა თუ ის ხელშეკრულება, შეარჩიოს მისთვის სასურველი კონტრაჰენტი და ხელშეკრულების მეორე მხარესთან შეთანხმებით თავისუფლად განსაზღვროს ამ ხელშეკრულების შინაარსი. კერძო ავტონომიის ერთ–ერთი კლასიკური გამოვლინებაა ანდერძის თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ კერძო ავტონომია თამანედროვე სამართლის საფუძველთა საფუძველია, იგი მაინც შეზღუდულია . შეზღუდვა შეიძლება გამოწვეული იყოს სახელმწიფო უსაფრთხოებითაც. ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის აუცილებლობითაც.
 
6.      სამოქალაქო უფლებების ცნება და სახეები,შეძენისა და შეწყვეტის საფუძვლები
სამოქალაქო უფლება არის სამოქალაქო ურთიერთობის  მონაწილეებისთვის მინიჭებული ძალაუფლება დაიცვან საკუთარი ინტერესები. მათ შორის, სასამართლოს მეშვეობითაც. სამოქალაქო უფლებები განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველაზე მნიშვნელოვანია მათი დაყოფა: აბსოლუტურ და რელატიურ უფლებებად. აბსოლუტური უფლება  მოქმედებს ნებისმიერი მესამე პირის მიმართ, ვინც ამ უფლებას ხელყოფს. რელატიური უფლებები მოქმედებს მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. აბსოლუტურ უფლებებზე არ ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, მაშინ როცა ფარდობით უფლებებზე ვრცელდება. აბსოლუტური უფლებებია: პირადი უფლებები, პირადი საოჯახო უფლებები და ნივთებსა თუ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე ბატონობის უფლებები. რელატიურ უფლებებს მიეკუთვნება: მოთხოვნები, აღმჭურველი უფლებები და შესაგებელი. სამოქალაქო სამართალი ერთმანეთისგან განსხვავდება უფლებათა პირველადი და ნაწარმოები შეძენა. უფლების პირველადი წარმოშობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ უფლება შემძენთან თავდაპირველად აღმოცენდება ისე, რომ მას საფუძვლად არ უდევს გარიგება. ნაწარმოებ უფლებათა წარმოშობა ხდება  წინამორბედი პირისგან ახალ შემძენზე გადაცემით. სამოქალაქო უფლებები, როგორც წესი, გადაცემადი უფლებებია.  უფლების გადაცემის საფუძველი შეიძლება იყოს გარიგება ან კანონი. იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს უფლების ობიექტს, უფლებათა გადაცემის წესიც განსხვავდება. უფლებათა გადაცემა არ შეეხება პირად უფლებებს. გარიგების საფუძველზე უფლების შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია უარის თქმა უფლებაზე, ან უფლების ვადის გასვლა. მეორე შესაძლებლობაა კანონის საფუძველზე უფლების შეწყვეტა. რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პირის გარდაცვალებამ. უფლების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს ნივთის დაღუპვა.
 
7.      სამოქალაქო სამართლის ობიექტები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ობიექტებს განამტკიცებს სანივთო სამართალში. ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამორებული. კერძო სამართებრივი ურთიერთობის ობიექტი–ქონება– არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობადა განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს არ არის აკრძალული კანონით. სამოქალაქო კოდექსი ობიექტებს ორ დიდ ჯგუფად ყოფს : ნივთებად და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებად. ნივთები პირობნულობას მოკლებული, ბრუნვაუნარიანი, პირთა ბატონობას დაქვემდებარებული, ნატურით გამიჯნული და სხეულებრივად ერთიანი საგნებია. ნივთს არ განეკუთვნება ადამიანი ან მისი სხეული,  ადამიანის სხეულის ნაწილები, ვიდრე ისინი ცოცხალი ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენენ , ასევე არ არიან ნივთები. ორგანიზმიდან მათი მოცილებისა და მათზე გარიგების დადების მომენტიდან ისინი ნივთები არიან. ცხოველები არ წარმოადგენენ ნივთებს, ისინი მხოლოდ იურიდიული ფიქციის გზით შეიძლება გავუთანაბროთ ნივთებს, როცა საუბარია ნასყიდობის ან სხვაგვარ გარიგებაზე. ნივთები იყოფა მოძრავ და უძრავ ნივთებას. მათ შორის სამართლებრივი განსხვავება ყველაზე მეტად ჩანს მათზე საკუთრების შეძენისას. უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მცენარეებით და შენობა– ნაგებობებით. მოძრავია ნებისმიერი ნივთი, რომელიც სამოქალაქო კოდექსით არ არის უძრავი. მოძრავი ნივთები თავისთავად კიდე იყოფა შეცვლად და შეუცვლად, გვაროვნულ და ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ, მოხმარებად და მოუხმარებად ნივთებად. რაც შეეხება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს სამოქალაქო კოდექსი ასახელებს მოთხოვნებს და უფლებებს. უფლებებს, როგორც არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს , განეკუთვნება საავტორო და მომიჯნავე უფლებები. მას ასევე განეკუთვნება უფლებები სამრეწველო საკუთრების ობიექტზე.სასელექციო, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებები. ასევე უზუფრუქტი, გირავნობის უფლება და ა.შ. ყველა მოთხოვნა, რომელთა დათმობაც  სამოქალაქო კოდექსის 198–202–ე მუხლებით არის გათვალისწინებული. შეიძლება განიხილოს როგორ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. სამოქალაქო სამართლის ობიექტად განიხილება ასევე ნაყოფი. ნივთისა და უფლების ნაყოფს განასხვავებენ, პირველს განეკუთვნება ნამატი და უპირატესობა რასაც ეს ნივთი იძლევა  უფლების ნაყოფია ის სემოსავალი, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად. რაც შეეხება ქონებას, ჩვეულებრივ ქონებად მიიჩნევენ ქონებრივი უფლებების ერთობლიობას, რომელი კონკრეტუულ პირს ეკუთვნის. ქონება არ არის სანივთო სამართლსი ერთი ობიექტი. იგი არ წარმოადგენს ერთიან ობიექტს და მასზე უფლებების დაფიქსირება, როგორც ეს ცალკეული ნივთების დროს ხდება, შეუძლებელია.
 
8.      ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა
ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა, ანუ უნარი, იყოს სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების სუბიექტი, წაროიშობა დაბადების მომენტიდან. უფლებაუნარიანობა წარმოიშობა იმ მომენტიდან , როდესაც ჩანასახი დედის ორგანიზმს გამოეყოფა და აკმაყოფილებს ყველა იმ ნოშანს, რასაც თანამედროვე მედიცინა ცოცხალი ბავშვის დაბადებად მიიჩნევს. სამართლებრივად ყურადსაღებია, თუ როდიდან იმსაზურებს ჩანასახი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დაცვას. ქართული კოდექსი „ მემკვიდრედ ყოფნის უფლებას“ უკავშირებს ჩასახვის მომენტს. ჩანასახის უფლებაუნარიანობის ბუნების შეფასების აღსანიშნავია ორი თეორია: ერთი ჩანასახის უფლება უნარიანობას მიიჩნევს უპირობოდ, მეორე– პირობთად. იმის გამო რომ სუბიექტი არარსებობს, უნდა ვივარაუდოთ რომ საუბარია შეზღუდულ უფლებაუნარიანობაზე. სამოქალაქო სამართალში აღიარებული აზრის თანახმად, უფლებაუნარიანობის განსაზღვრისას მოქალაქეობას არავიტარი მნიშვნელობა არ აქვს. არც პოლიტიკურ შეხედულებებს და არც სქესობრივ განსხვავებას. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით. გარდაცვალების მომენტად კი ითვლება თავის თვინის ფუნქციონირების შეწყვეტა.
 
9.  ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა
ქმედუნარიანობა არის პირის უნარი, თავისი ნებით და მოქმედბით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. გარემოებები, რომელთა მიხედვითა განისაზღვრება პირის ქმედუნარიანობა , წარმოადგენს პირის ასაკი და ჯამრთელობა. ქმედუნარიანობა იწყება პირის სრულწლოვანების მიღწევისთანავე. 7–წლამდე ასაკის არასრულწმოვანი ქმედუუნაროა. 7წლიდან 18წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა. თუმცა პირი , დაქორწინების შემთხვევაში, შეიძლება ქმედუნარიანი გახდეს 16წლის ასაკიდან. ასევე არასრულწლოვანი შეიძლება მიჩნეულ იქნეს შეუძღუდავ ქმედუნარიანად, თუკი მას მიანიჭებენ საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას. ჭკუასუსტობის და სულით ავადმყოფობის გამო პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქმედუუნაროდ. მაგრამ ეს სასამართლოს პრეროგატივაა. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა პირი 7დან 18 წლამდე და ასევე პირი, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოოლს ან ნარკოტიკულ  ნივთიერებებს. ქმედუუნარო პირები კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში უშუალოდ არ მონაწილეობენ, მათ მიერ დადებული ნებისმიერი გარიგება უცილოდ ბათილად ჩაითვლება. შეზღუდული ქმედუნარიანობის მ მქონე პირის მიერ გარიგების დასადებად კი აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. რაც შეეხება დელიქტუნარიანობის ინსტიტუტს, იგი შეიძლება განიმარტოს როგორც პირის უნარი, საკუთარი ნებითა და ქონებეით აგოს პასუხი მიყენებული ზიანისათვის. მიყენებული ზიანისთვის პასუხს არ აგებენ მხოლოდ ქმედუუნაროდ აღიარებული პირები, დროებით უგონო მდგომარეობაში ან სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირები.
 
10.  იურიდიული პირის ცნება და ნიშნები
იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუტარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში მოსარჩეკედ და მოპასუხედ გამოვიდეს. ყოველი იურიდიული პირი არის ორგანიზებული წარმონაქმნია, რომელიც წარმოიშვა ქონების და პირების გაერთიანებით ერთი მიზნის მისაღწევად. განსაზღვრული მიზნის მიღწევა იურიდიული პირის ერთ–ერთი დამახასიათებელი ნიშანია.  მიზნის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია განვასხვავოთ სამართლებრივად მნიშვნელოვანი მიზანი და იურიდიულად მნიშვნელოვანი მიზანი. თუმცა მიზნის განსაზღვრას მესამე პირთან ურთიერთობაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იურიდიული პირის მიზანი არ უნდ აიყოს ერთჯერადი, ერთი მოქმედებით მისაღწევი. იგი უნდა მოითხოვდეს წარმონაქმნის ხანგძლივი ვადით არსებობას. იურიდიული პირის ერთ – ერთი აუცილებელი ნიშანია საკუთარი ქონების ქონის უნარი. მთავარია, რომ ეს ქონება განცალკევებული იყოს წევრთა პირადი ქონებისაგან. თავად იურიდიული პირი კი არავის საკუთრება არ არის. იურიდიულ პირს აკისრია დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობა. იგი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს თავისი ქონებით და არა მონაწილეების ქონებით. საკუთარი სახელის ქონა, იურიდიულ პირს ანიჭებს შესაძლებლობას შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე. სახელის ტარება მისი მოვალეობაა.  იურიდიული პირი , როგორც სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან. იურიდიული პირის არსებობის წინაპირობა მაინც საკანონმდებლო ლეგიტიმაციაა. თუ კანონმდებლობა არ მიიჩნევს მას იურიდიულ პირად, იგი არ იქნება იურიდიული პირი.

 
11.  თეორიები იურიდიული პირის შესახებ
იურიდიული პირის შესახებ თეორიები ცნობილია: ფიქციის, რეალური კავშირის და მიზნობრივი ქონების თეორიების სახელით.
    ფიქციის თეორიის ფუძემდებელია გერმანელი მეცნიერი სავინი. მისი მოსაზრების თანახმად, ლაპარაკია უფლებაუნარიანობის ტექნიკურ გადატანაზე ფიქციის მეშვეობით.  ეს ფიქცია არ უზრუნველყოფს პირთა გაერთიანების თანასწორობას ფიზიკურ პირებთან. იურიდიული პირი არის „ქონებაუნარიანი, ხელოვნური სუბიექტი“. ეს ხელოვნური სუბიექტი ადაიანისაგან იმითაც განსხვავდება, რომ იგი არ არის ქმედუნარიანი. მას სჭირდება წარმომადგენელი ისევე, როგორც არასრულწლოვან ბავშვს. მაშასადამე,სავინის თანახმად სოციალური წარმონაქმნები რეალურად არსებობენ, მხოლოდ მათთვის  პირად ყოფნის სტატუსის მინიჭებაა ფიქცია.
   რეალური კავშირის თეორია გირკეს სახელთანაა დაკავშირებული. გირკეს ტეორია ამტკიცებს, რომ ადამიანური გაერთიანებები რეალურად არსებობენ. კავშირები წარმოადგენენ ნებისა და მოქმედების სუბიექტს. კავშირები თვითონ ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას და არა წარმომადგენლის მეშვეობით. კავსირს სჭირდება სპეციალური წესრიგი, რომელსაც გირკე სოციალურ სამართალს უწოდებს.
  მიზნობრივი ქონების თეორიის თანახმად კი იურიდიულ პირზე ლაპარაკისას გადამწყვეტია ქონება, რომელიც განსაზღვრული მიზნებისთვის არის გათვალისწინებული. პირის არსებობა სრულიად არ არის აუცილებელი. უფლებების არსებობა სუბიექტის გარეშეც შესაძლებელია.
 განხილულ თეორიებს მნისვბელობა აქვთ იურიდიული პირის ისტორიის განხილვისათვის. რადგანაც, იურიდიული პირი, როგორც სამართლის სუბიექტი, უკვე არავითარ  დავას არ იწვევს.

 
12.  იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა
კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ გამოიყენება ზოგადი უფლებაუნარიანობა,საჯარაო სამართლის იურიდიული პირების მიმართ კი – სპეციალური უფლებაუნარიანობა. კერზო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს განახორციელოს კანონიტ აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა,მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს მის სადამფუძნებელო დოკუმენტში მოცემული. თუ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მაშინ საერთოდ რატომ მიუთითებენ საქმიანობის მიზანზე და საგანზე? ეს მნიშვნელოვანია შიდა ურთიერთობების მოწესრიგებისათვის. იგი უდგენს იურიდიული პირის ხელმძღვანელს ქონების გამოყენების და განკარგვის ფარგლებს. წესდების მიზმენის საპირისპიროდ დადებული ხელშეკრულება არ მიიჩნევა ბათილად.
     ზოგადი უფლებაუნარიანობა ნინავს, რომ იურიდიული პირი შეიძლება იყოს მესაკუთრე როგორც ნივთების, ისე უფლებებისა და მოთხოვნების, ხელშეკრულების მხარე,მეკვიდრე და ა.შ. იურიდიული პირის უფლება უნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტაციის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, მიიღო ამ იურიდიულმა პირმა საქმიანობისათვის საჭირო ლიცენზია თუ არა. უფლებაუნარიანობა ერთ – ერთი წინაპირობაა იმისათვის, რომ იურიდიულმა პირმა ასეთი ლიცენზია მიიღოს. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა ერთობლივად წარმოიშობა. საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებაუნარიანობა სპეციალურია.  სპეციალური უფლებაუნარიანობის დარღვევით დადებული გარიგებები ბათილია. საჯარო სამართლის იურიდიული პირების არჩ სექმნა და არც მათი საქმიანობა კერძო სამართლის და მითუმეტეს სამოქალაქო სამართლის პრეროგატივა არ არის. ეს საჯარო სამართლის საქმეა.
          რაც შეეხება იურიდიული პირის ქმედუნარიანობას, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ ან რომელი ორგანი ახორციელებს იურიდიული პირის სახელით საქმიანობას, ვინ წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში და ის, თუ ვინ იღებს სამართლებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თვით იურიდიული პირის შიგნით. იურიდიულ პირს, განსხვავებით ფიზიკური პირისგან, თავად არ სეუძლია მოქმედების განხორციელება. ამისთვის აუციელებლია ფიზიკური პირები. ამის საფუძველზე წარმოიშვა ორი თეორია წარმომადგენლის თეორია და ორგანული თეორია.
     წარმომადგენლის თეორიას საფუძვლად უდევს მინდობილობის ხელშეკრულება. მისი უფლებამოსილების ფარგლებსა დაწარმომადგენლობის შინაარს განსაზღვრავს სამანდატო ხელშეკრულება. რაც შეეხება ორგანულ თეორიას, იგი უფრო სტაბილურია და სანდოა. იურიდიული პირის წარმომადგენლობიტი ორგანოს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით და მესამე პირთათვის ცნობილი ხდება რეგისტრაციისა და პრესაში გამოქვეყნების მეშვეობით.
 
13.  პირის აღიარება უგზო–უკვლოდ დაკარგულად და გარდაცვლილად გამოცხადება
ადამიანის უფლებაუნარიანობის შეწყვეტა შეუძლია ერთადერთ იურიდიულ ფაქტს – გარდაცვალებას. გარდაცვალება არა მხოლოდ უფლებაუნარიანობის შეწყვეტას იწვევს, არამედ მნიშვნელოვან სამართლებრივი შედეგების დადგომის საფუძველიცაა.(იხსნება მემკვიდრეობა) პირი შეიძლება გამოცხადდეს გარდაცვლილად მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით. ეს შეიძლება მოხდეს თუ : ა. ამ პირის საცხოვრებელ ადგილას 5 წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები მისი ადგილსამყოფელის  შესახებ; ბ. იგი უგზო–უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებებში, რომლებიც მას სიკვდილს უქადდა ანდა გ. სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ექვსითვის განმავლობაში არ ,ოიპოვება ცნობები მის შესახებ. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. ერთი, როცა სავარაუდოა პირის დაღუპვა უბედური შემთხვევის გამო.მეორე, როდესაც სავარაუდოა პირის დაკარგვა საომარი მოქმედების გამო. გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.  ტუმცა ხდება როდესაც გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ბრუნდება. მას აქვს უფლება მოითხოვოს უს შენარჩუნებული ქონება, რომელიც მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას გადაეცათ მემკვიდრეებს. პირის გარდაცლილად გამოცხადებას, ჩვეულებრივ, წინ უსწრებს მისი უგზო – უკვლოდ დაკარგულად აღიარება. უგზო – უკვლოდ აღიარება უნდა მოხდეს ორი გარემოების არსებობისას: პირის ადგილსამყოფელი უნდა იყოს უცნობი ორი წლის მანძილზე  და ორი წლის მანძილზე არ უნდ აიყოს ნამყოფი თავის საცხოვრებელ ადგილას. ეს პირობები კუმულატიურია. უგზო – უკვლოდ აღიარების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. კანონით მემკვიდრეები მხოლოდ უფლებამოსილებას მოიპოვონ მართონ უკვალოდ დაკარგულის ქონება მინდობილი საკუტრების სახით.  თუმცა მათ მოვალეობაც ეკისრებათ, უნდა უზრუნველყონ მატერიალურად უკვალოდ აღიარებულის რჩენაზე მყოფი ხალხი.
 
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/shesavali_samokalako_samartalshi_konspekti/2016-10-20-48
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები