19:19
სიცოცხლის ფესვი

ჟენშენის ფესვებს -”სიცოცხლის ფესვს” უწოდებენ. ჟენშენს ორგანიზმზე კომპლექსური მოქმედება ახასიათებს.

აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლმომარაგებას, ხელს უწყობს ქსოვილთა სწრაფ რეგენერაციას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის შემცველობას.

ჟენშენს იყენებენ როგორც მატონიზებელ, იმუნიტეტის გამაძლიერებელ, მასტიმულირებელ საშუალებას. იგი პოზიტიურ გავლენას ახდენს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციაზე (არეგულირებს არტერიულ წნევას, გულის მუშაობას).

ჟენშენი ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ დაღლილობის (თუნდაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომის), ხანგრძლივი და დაძაბული გონებრივი მუშაობის დროს(მაგალითად, გამოცდებისთვის მზადებისას), ანემიის შემთხვევაში, ასევე – ინფექციის შემდგომ პერიოდში.

ჟენშენის გამოყენება მიზანშეწონილია სხვა პრეპარატების პარალელურად, რომლებიც რომელიმე (მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები) ქრონიკული ინფექციის სამკურნალოდ ინიშნება. ჟენშენის წყალობით მოძლიერებული ორგანიზმი გაცილებით იოლად იკურნება.

ასევე ეფექტურია “სიცოცხლის ფესვი” პროფილაქტიკის მიზნით რესპირაციული ინფექციების ეპიდემიის დროს. ასე რომ, ზამთარში და ადრიან გაზაფხულზე, როდესაც იმუნიტეტი შესუსტებულია, ჟენშენის მიღება მეტად სასურველია.

ნაყენის მომზადება:

15 გრამი ჟენშენის ფესვი დავასხათ 0,5 ლიტრა არაყი(40%).გავაჩეროთ ბნელ და გრილ ადგილას 3 კვირა,პერიოდიულად შევანჯღრიოთ და გავწუროთ. მივიღოთ ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

სწორად მივიღოთ ნაყენი.

რადგან ჟენშენი ძლირი სტიმულატორია,ბოლო მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 15-16.00.მაგალითად, დღის განრიგი შეიძლება გამოიყურებოდეს იყოს ასეთი:
-7.00(7.40-საუზმე)
-11.00(11.40-ხილი)
-14.30(15.10- ხილი)
სადილის დრო თქვენ თვითონ შეარჩიეთ.

რაც შეეხება დოზებს:14-16 წლიდან ნახევარი საათით ადრე,15-20 წვეთი,2-3 ჯერ დღეში.30-40 დღის მანზილზე.

დაძაბული დღე გელით?

ენერგიით რომ დაიმუხტოთ, გირჩევთ, საუზმის შემდეგ ჟენშენის სპირტხსნარის 30 წვეთი მიიღოთ და წყალი დააყოლოთ. მხნეობის შემოტევას ნახევარ საათში იგრძნობთ. თუ ექსტრა ენერგია დაგჭირდათ, იგივე სადილის წინაც გაიმეორეთ.

"ჩინური გამოწერა" -რას ნიშნავს:

*1 დღე-1 წვეთი
*2 დღე-2 წვეთი
*3 დღე-3 წვეთი დაასე ვაგრძელებთ მანამ,სანამ ჩვენს ასაკის ციფრს არ მივაღწევთ.შემდეგ კი,ვაკლებთ თითო-თითოს და ჩამოვდივართ 1 წვეთამდე.

ამ მეთოდს ის უპირატესობა გააჩნია,რომ ჟენშენის ნაყენს ვაჩერებთ პირის ღრუში შაქართან ერთად(შესაძლებელია შაქრის გარეშეც) ,სრული გადნობამდე,შესაბამისად სამკურნალო-სასარგებლო ნივთიერებები პირდაპირ სისხლში ხვდება და არ განზავდება კუჭის წვენში.

კიბოს შემთხვევაში არსებობს განსხვავებული რეცეპტი:ჟენშენი + ყურძნის წვენი(1 სუფრის კოვზი ნედლი ჟენშენი+2 სუფრის კოვძი ყურძნის წვენი).
არსებობს დამაჯერებელი კვლევების შედეგები,სადაც აღნიშნულია,რომ ბუნებრირვი სახაროზები(ყურძნის წვენში) და ნივთიერებები ჟენშენის შემადგენლობაში, მკვეთრად ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს.მიღების წესი ესეთია:

*1 თვე-1 ჩაის კივზი 3 ჯერ დღეში,შესვენება 10 დღე
*2 თვე-2 ჩაის კოვზი 2-3 ჯერ დღეში,შესვენება 30 დღე
*3 თვე-1/2 ჩაის კოვზი 2 ჯერ დღეში.
გამეორება წელიწადში 1-2 ჯერ.

გაფრთხილება:

ჟენშენი მეტად სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ სიფრთხილით გამოყენებისას. იგი ასტიმულირებს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესს, მათ შორის – სიმსივნურსაც, ასე რომ, მათთვის, ვისაც საშვილოსნოს მიომა, მასტოპათია ან კისტური წარმონაქმნები აქვს, ამ მცენარის ნაყენი სახიფათოც კია.

ჟენშენის გამოყენება არც მათთვის არის სასურველი, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს.
ჟენშენის მიღება მწვავე ინფექციური დაავადებების დროს არ არის რეკომენდირებული, ასევე დაუშვებელია მისი ხმარება დიდი დოზებითა და ხანგრძლივი დროით

წყარო:https://www.facebook.com/Enuflex

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 47 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
loading...
სულ კომენტარები: 0
avatar