ამერიკულმა SpaceX-მა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტის Falcon Heavy-ს სტატიკური საცეცხლე გამოცდა  ჩაატარა. ამის შესახებ Twitter-ზე კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დაწერა.

ჯონ კენედის კოსმოსურ ცენტრში სასტარტო მოედანზე ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი რაკეტის 27 ძრავი 12 წამით ერთდროულად ჩაირთო.

რეაქციების შესახებ სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურების ნახვაა შესაძლებელი. ძირითადად ნათქვამია, რომ Merlin 1D-ის ძრავების ხმაური სასტარტო მოედნიდან 50 კილომეტრის დაშორებითაც ისმოდა. მიმდებარე ტერიტორია კი სქელმა კვამლმა დაფარა.

ჯერ-ჯერობით, ახალი ზემძიმე რაკეტების (50 ტონა ტვირთამწეობით) პროექტები გადამზიდი სისტემების აწყობამდეა მისული.

გასულ საუკუნეში ასეთი კლასის სამი რაკეტაა შექმნილი - Saturn 5, რომელიც ამერიკის მთვარის პროგრამაში გამოიყენეს; საბჭოური  Н-1, რომლის ოთხი სტარტიდან ოთხივე წარუმატებლად დასრულდა და ასევე საბჭოური “ენერგია“, რომელსაც ორი წარუმატებელი აფრენა ჰქონდა. ამ დროისთვის სამივე პროგრამა დახურულია.

წყარო: https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/45619/spacexma-kvelaze-mdzlavri-raketa-falcon-heavy-gamostsada

სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/spacex_ma_qvelaze_mdzlavri_raketa_falcon_heavy_gamostsada/2018-02-07-139
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები