განასხვავებენ რეალურ და იდეალურ წილს.
რეალურ წილში მოაზრება ნატურით გამოხატული საერტო საკუთრების განსაზღვრული წილი, რომელსაც იყენებს მესაკუთრე.
იდეალური წილის ცნება ემსახურება იმის ხაზგასმას რომ თანამესაკუთრის წილი ვერ გამოიხატება ნატურით.
საერთო საკუთრებაში წილთან დაკავშირებით გამოყოფენ 3 მიდგომას:
1. იდეალური წილის თეორიის მიხედვით წილი არის საერთო საკუთრებაში იდეალურად არსებული ნაწილი, რომელიც გამოხატავს ნივთის ღირებულებასა თუ სარგებლობას, ნივთის ან მისი ფასის პროცენტულ თუ წილად მდგომარეობაში.
2. რეალური წილის თეორიის თანახმად ქონების თითოეულ მესაკუთრეს აქვს წილი ქონებაში.
3. უფლებაში წილის თეორიის მიხედვით, წილი არის წილი უფლებაში - წილი საკუთრების უფლებაში, წილი ვალდებულებაში. საერტო საკუთრების სუბიექტს მასზე აქვს საკუთრების უფლება და არა ანალოგიური უფლება სხვა თანამესაკუთრეთა წილზე თუ მთლიანად ნივთზე. საერთო საკუთრების უფლების სპეციფიკა ისაა, რომ ერთიან ნივთში მოიაზრება, თითოეული მონაწილის საკუთრების უფლების ობიექტები წილთა თანაფარდობის პრინციპის მიხედვით თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი თუ ხელშეკრულებით სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი.
სიახლის ლინკი : http://www.bt.pvt.ge/blog/tsilze_uplebis_arsi_da_spetsipika_4/2018-11-18-194
ვებ-გვერდის ლინკი : https://www.bt.pvt.ge/
მსგავსი თემები